ქვათაცვენა სვანეთში: მაღალმთიანი რეგიონი გარე სამყაროს მოწყდა

სვანეთის გზები - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2023
გამოწერა
ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის (ჯვარი-მესტია) საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელიც ზუგდიდს მაღალმთიან სვანეთთან აკავშირებს, კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო დაიკეტა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ დაიწყება.
„ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0