https://sputnik-georgia.com/20240103/policiam-colis-mkvleli-285419557.html
პოლიციამ ბათუმში ცოლის მკვლელი დააკავა
პოლიციამ ბათუმში ცოლის მკვლელი დააკავა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 იანვარი—Sputnik. პოლიციამ ბათუმში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე მისი 44 წლის მეუღლე დააკავა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ნათქვამია შინაგან... 03.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-03T15:51+0400
2024-01-03T15:51+0400
2024-01-03T15:51+0400
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 3 იანვარი—Sputnik. პოლიციამ ბათუმში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე მისი 44 წლის მეუღლე დააკავა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტრის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა რომ მამაკაცმა 36 წლის მეუღლე ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო
პოლიციამ ბათუმში ცოლის მკვლელი დააკავა
თბილისი, 3 იანვარი—Sputnik. პოლიციამ ბათუმში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე მისი 44 წლის მეუღლე დააკავა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტრის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა რომ მამაკაცმა 36 წლის მეუღლე ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.