ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვეს: ვიდეო

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პოლიციამ ბათუმში ცოლის მკვლელი დააკავა >>
44 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ ცოლის მკვლელობისთვის ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან 36 წლის მეუღლე ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულის მიმალვის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არ არსებობდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0