მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტოკიოს აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა: არიან დაღუპულები

© AFP 2024 / RICHARD A. BROOKSცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ტოკიოს აეროპორტში
ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ტოკიოს აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2024
გამოწერა
სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, პილოტმა გადმოხტომა მოასწრო
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში იაპონური ავიაკომპანია Japan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს დაშვებისას სანაპირო დაცვის თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეარხი NHK
© AFP 2024 / STRცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ტოკიოს აეროპორტში
Самолет загорелся при посадке в аэропорту Токио - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2024
ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ტოკიოს აეროპორტში
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე 367 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლმოკიდებული ლაინერიდან ყველა მათგანის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა. თვითმფრინავი ბოლომდე დაიწვა.
ინციდენტის მიზეზი გახდა სამგზავრო ბორტის შეჯახება იაპონიის სანაპირო დაცვის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავთან შეჯახება.
© AFP 2024 / STRცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ტოკიოს აეროპორტში
Самолет загорелся при посадке в аэропорту Токио - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2024
ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ტოკიოს აეროპორტში
ტელეარხის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვის თვითმფრინავის პილოტმა შეძლო გადმოხტომა, მაგრამ მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. დანარჩენი ხუთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც იაპონიის სანაპირო დაცვა აცხადებს, მათი კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა, ნიიგატას აეროპორტისკენ მიდიოდა, რათა ნოტოს ნახევარკუნძულზე დახმარება მიეწოდებინა მიწისძვრით დაზარებულებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0