https://sputnik-georgia.com/20240102/iaponiasi-miwiszvrebis-sedegad-darupulta-raodenoba-48-mde-gaizarda-285391341.html
იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
ისიკავის პრეფექტურაში ორშაბათს მძლავრი მიწისძვრა მოხდა, დაფიქსირდა 35-ზე მეტი აფტერშოკი 02.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-02T14:19+0400
2024-01-02T14:19+0400
2024-01-02T14:19+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
იაპონია
მიწისძვრა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252597002_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_0c199e63bd4678e987739b6d603a4632.jpg
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. იაპონიაში, ისიკავის პრეფექტურაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო Kyodo News-ზე დაყრდნობით.დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქალაქ სუძუსა და ვაძიმაში დაფიქსირდა - აქ მიწისძვრების შედეგად, შესაბამისად, 20 და 19 ადამიანი დაიღუპა.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 30 გარდაცვალების შესახებ. ათობით ადამიანი დაშავებულია.მძლავრი მიწისძვრები იაპონიაში: საქართველოს საელჩოში „ცხელი ხაზი“ მუშაობს >>მიწისძვრის შედეგად დაინგრა სახლები, გაჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა, 32 ათასზე მეტ სახლს შეუწყდა ელექტრომომარაგება. ზოგიერთ რაიონში შეწყდა წყალმომარაგება და არ არის ინტერნეტი. დაფიქსირდა გზის საფარის დაზიანება. ატომური ელექტროსადგურის მუშაობაში ხარვეზები არ დაფიქსირებულა. ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა თითქმის ერთი დღის შემდეგ ყველა მიმართულებით აღდგა.ადამიანები შესაძლოა ნანგრევების ქვეშაც იყონ. მხოლოდ ქალაქ ვაძივაში ცნობილია ნგრევის 14 შემთხვევა, სადაც შესაძლოა ადამიანები იყონ. გარდა ამისა, ქალაქში 200-ზე მეტი სახლი ნაწილობრივ ან მთლიანად დაიწვა.2024 წლის 1 იანვრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონისთვის ყველაზე ძლიერი იყო (ყველაზე მძლავრი ბიძგი 7,5 მაგნიტუდის იყო) 1885 წლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც ასეთი სტატისტიკის ათვლა დაიწყო.
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252597002_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_22d01777385df1f3658690f4adac5973.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, იაპონია , მიწისძვრა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, იაპონია , მიწისძვრა
იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა
ისიკავის პრეფექტურაში ორშაბათს მძლავრი მიწისძვრა მოხდა, დაფიქსირდა 35-ზე მეტი აფტერშოკი
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. იაპონიაში, ისიკავის პრეფექტურაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო Kyodo News-ზე დაყრდნობით.
დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქალაქ სუძუსა და ვაძიმაში დაფიქსირდა - აქ მიწისძვრების შედეგად, შესაბამისად, 20 და 19 ადამიანი დაიღუპა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 30 გარდაცვალების შესახებ. ათობით ადამიანი დაშავებულია.
მიწისძვრის შედეგად დაინგრა სახლები, გაჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა, 32 ათასზე მეტ სახლს შეუწყდა ელექტრომომარაგება. ზოგიერთ რაიონში შეწყდა წყალმომარაგება და არ არის ინტერნეტი. დაფიქსირდა გზის საფარის დაზიანება. ატომური ელექტროსადგურის მუშაობაში ხარვეზები არ დაფიქსირებულა. ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა თითქმის ერთი დღის შემდეგ ყველა მიმართულებით აღდგა.
ადამიანები შესაძლოა ნანგრევების ქვეშაც იყონ. მხოლოდ ქალაქ ვაძივაში ცნობილია ნგრევის 14 შემთხვევა, სადაც შესაძლოა ადამიანები იყონ. გარდა ამისა, ქალაქში 200-ზე მეტი სახლი ნაწილობრივ ან მთლიანად დაიწვა.
2024 წლის 1 იანვრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონისთვის ყველაზე ძლიერი იყო (ყველაზე მძლავრი ბიძგი 7,5 მაგნიტუდის იყო) 1885 წლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც ასეთი სტატისტიკის ათვლა დაიწყო.