https://sputnik-georgia.com/20240101/mzlavri-miwiszvrebi-iaponiasi-saqartvelos-saelcosi-cxeli-xazi-musaobs-285380605.html
მძლავრი მიწისძვრები იაპონიაში: საქართველოს საელჩოში „ცხელი ხაზი“ მუშაობს
მძლავრი მიწისძვრები იაპონიაში: საქართველოს საელჩოში „ცხელი ხაზი“ მუშაობს
Sputnik საქართველო
იაპონიაში მძლავრი მიწისძვრების სერიის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. 01.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-01T17:12+0400
2024-01-01T17:12+0400
2024-01-01T17:12+0400
შემთხვევები
მიწისძვრა
იაპონია
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/03/284675311_0:175:3021:1874_1920x0_80_0_0_fa9dd08dc70ead53dd5ec544dd1049fe.jpg
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. საქართველოს საელჩო იაპონიაში, ქვეყანაში მძლავრი მიწისძვრების შემდეგ, მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლობის შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას „ცხელი ხაზის“ ნომერზე დაუკავშირდნენ.დიპლომატიური წარმომადგენლობის ნომერია +81 80 7933 5060.ორშაბათს, დღისით დასავლეთ იაპონიაში მძლავრი მიწისძვრების სერია მოხდა. მას ეწოდა „მიწისძვრა ნახევარკუნძულ ნოტოზე“. პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:06 საათზე 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მეორე უფრო მძლავრი დარტყმა – 7,6 მაგნიტუდის 16:10 საათზე მოხდა და კიდევ რვა წუთში – 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის.გამოცხადდა ცუნამის საფრთხე. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ინფორმაცია ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შეფერხებაზე არ ვრცელდება.მიწისძვრების შემდეგ პრემიერ–მინისტრის კანცელარიასთან შტაბი შეიქმნა, რომელიც ინფორმაციას აგროვებს. იაპონიის მთავრობის მეთაურმა ფუმიო კისიდამ ადამიანებს უსაფრთხოების ზომებისკენ მოუწოდა.
იაპონია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/03/284675311_146:0:2877:2048_1920x0_80_0_0_c6a72bbdf7d47b0fef1c3883f08b0592.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, მიწისძვრა, იაპონია , საქართველო, ახალი ამბები
შემთხვევები, მიწისძვრა, იაპონია , საქართველო, ახალი ამბები
მძლავრი მიწისძვრები იაპონიაში: საქართველოს საელჩოში „ცხელი ხაზი“ მუშაობს
იაპონიაში მძლავრი მიწისძვრების სერიის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. საქართველოს საელჩო იაპონიაში, ქვეყანაში მძლავრი მიწისძვრების შემდეგ, მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლობის შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას „ცხელი ხაზის“ ნომერზე დაუკავშირდნენ.
დიპლომატიური წარმომადგენლობის ნომერია +81 80 7933 5060.
ორშაბათს, დღისით დასავლეთ იაპონიაში მძლავრი მიწისძვრების სერია მოხდა. მას ეწოდა „მიწისძვრა ნახევარკუნძულ ნოტოზე“. პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:06 საათზე 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მეორე უფრო მძლავრი დარტყმა – 7,6 მაგნიტუდის 16:10 საათზე მოხდა და კიდევ რვა წუთში – 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის.
გამოცხადდა ცუნამის საფრთხე. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ინფორმაცია ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შეფერხებაზე არ ვრცელდება.
მიწისძვრების შემდეგ პრემიერ–მინისტრის კანცელარიასთან შტაბი შეიქმნა, რომელიც ინფორმაციას აგროვებს. იაპონიის მთავრობის მეთაურმა ფუმიო კისიდამ ადამიანებს უსაფრთხოების ზომებისკენ მოუწოდა.