https://sputnik-georgia.com/20240102/margvelize-ambrolaursi-momxdar-miwiszvras-ngreva-ar-mohyolia-285407599.html
მარგველიძე: ამბროლაურში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია
მარგველიძე: ამბროლაურში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია
Sputnik საქართველო
სოფელ ჟოშხაში დაზიანდა ერთი სახლი, რომელიც მანამდე მეწყერმა დააზიანა, განაცხადა გუბერნატორმა 02.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-02T21:32+0400
2024-01-02T21:32+0400
2024-01-02T21:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
მიწისძვრები საქართველოში
მიწისძვრა
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/72/234097252_59:0:1142:609_1920x0_80_0_0_9aa2bad3ef09b6f7ee4b623abb938653.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik გადამოწმებული ინფორმაციით, რაჭაში მომხდარ მიწისძვრას არანაირი ნგრევა არ მოჰყოლია, განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.დღეს დილით ამბროლაურიდან 14 კმ დასავლეთით, სოფელ ბაჯში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.გუბერნატორის თქმით, სოფელ ჟოშხაში დაზიანდა ერთი სახლი, რომელიც ადრე მეწყერის შედეგად დაზიანდა, თუმცა ამ სახლის მფლობელს უკვე კომპენსაცია აქვს მიღებული და შეძენილი აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი.საქართველო – საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/72/234097252_194:0:1006:609_1920x0_80_0_0_0c4d205ebc97df794d5dbde7400e83fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, მიწისძვრები საქართველოში, მიწისძვრა, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, მიწისძვრები საქართველოში, მიწისძვრა, რაჭა-ლეჩხუმი
მარგველიძე: ამბროლაურში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია
სოფელ ჟოშხაში დაზიანდა ერთი სახლი, რომელიც მანამდე მეწყერმა დააზიანა, განაცხადა გუბერნატორმა
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik გადამოწმებული ინფორმაციით, რაჭაში მომხდარ მიწისძვრას არანაირი ნგრევა არ მოჰყოლია, განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.
დღეს დილით ამბროლაურიდან 14 კმ დასავლეთით, სოფელ ბაჯში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
„გადამოწმებული ინფორმაციით, რამე მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია ამ მიწისძვრას, თუმცა ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება, მუნიციპალიტეტების მხრიდან ხდება გადამოწმება სოფლებში“, - განაცხადა მარგველიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
გუბერნატორის თქმით, სოფელ ჟოშხაში დაზიანდა ერთი სახლი, რომელიც ადრე მეწყერის შედეგად დაზიანდა, თუმცა ამ სახლის მფლობელს უკვე კომპენსაცია აქვს მიღებული და შეძენილი აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი.
საქართველო – საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.