https://sputnik-georgia.com/20240101/tbilissi-satvirtoebis-gadaadgilebaze-sezrudvebi-dawesda-jarimebi-gaatmagda-285382905.html
თბილისში სატვირთოების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, დარღვევისთვის ჯარიმები გაათმაგდა
თბილისში სატვირთოების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, დარღვევისთვის ჯარიმები გაათმაგდა
Sputnik საქართველო
არ დააჯარიმებენ სახელმწიფო უწყებების სატვირთოებს, რომლებიც სამსახურის გამო გადაადგილდება, სატვირთოებს სპეციალური სიგნალებით, ასევე მიკროავტობუსებს, რომლებსაც... 01.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-01T22:03+0400
2024-01-01T22:03+0400
2024-01-01T22:03+0400
საქართველო
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24647/16/246471678_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_d4ab8ea4d6bbd81047e061227a3c2f55.jpg
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. თბილისში 3,5 ტონაზე მეტი წონის სატვირთო ავტომობილების გადაადგილების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2024 წლის 1–ელი იანვრიდან 10–ჯერ გაიზარდა და 1 ათასი ლარი შეადგინა.თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება 08:00-11:00 საათამდე და 17:00-20:00 საათამდე პერიოდში.გარდა ამისა, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ.ამოქმედდა ჯარიმები ხმაურიანი ავტომობილის მძღოლებისთვის>>ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები.ჯარიმები არ შეეხება ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24647/16/246471678_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_b38ca02cadb9d42cd5185325d07e514f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება
თბილისში სატვირთოების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, დარღვევისთვის ჯარიმები გაათმაგდა
არ დააჯარიმებენ სახელმწიფო უწყებების სატვირთოებს, რომლებიც სამსახურის გამო გადაადგილდება, სატვირთოებს სპეციალური სიგნალებით, ასევე მიკროავტობუსებს, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავთ
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. თბილისში 3,5 ტონაზე მეტი წონის სატვირთო ავტომობილების გადაადგილების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2024 წლის 1–ელი იანვრიდან 10–ჯერ გაიზარდა და 1 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება 08:00-11:00 საათამდე და 17:00-20:00 საათამდე პერიოდში.
სიახლის თანახმად, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით ნაცვლად 100 ლარისა, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3 ათასი ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.
აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ.
ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები.
ჯარიმები არ შეეხება ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.