https://sputnik-georgia.com/20240101/amoqmedda-jarimebi-xmauriani-avtomobilebis-mzrolebistvis-285376785.html
ამოქმედდა ჯარიმები ხმაურიანი ავტომობილის მძღოლებისთვის
ამოქმედდა ჯარიმები ხმაურიანი ავტომობილის მძღოლებისთვის
Sputnik საქართველო
ავტომობილების შემოწმება ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე 2023 წლის 1–ელი იანვრიდან დაიწყო, ახლა კი ნორმების გადაჭარბებისთვის ჯარიმები ამოქმედდა. 01.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-01T16:34+0400
2024-01-01T16:34+0400
2024-01-01T16:34+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230936_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_933da993c9ea29f26a775267fa94179f.jpg
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. მძღოლები, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებიც გადააჭარბებენ ხმაურის იმ დასაშვებ ნორმას, რომელიც მწარმოებელმა კონკრეტული მარკის ავტომობილისთვის დაადგინა, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დაჯარიმდებიან.პირველ ჯერზე ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, განმეორებით შემთხვევაში - 200 ლარს, ხოლო წლის განმავლობაში ყოველი შემდგომი კანონდარღვევა 300 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება.პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე შემოწმება დაიწყო.რა სიახლეები ამოქმედდება საქართველოში 2024 წლის 1–ლი იანვრიდან>>ტექდათვალიერება საქართველოში 2019 წელს დაწესდა. ამჟამად ავტომობილები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები, მათ შორის ტაქსი, ტექდათვალიერებას გადიან ყოველ ექვს თვეში, სატვირთო ავტომობილები – წელიწადში ერთხელ, ხოლო მსუბუქი ავტომობილები და პიკაპები – ორ წელიწადში ერთხელ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230936_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_a1d9be934188fc0f4186151614bd60b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ამოქმედდა ჯარიმები ხმაურიანი ავტომობილის მძღოლებისთვის
ავტომობილების შემოწმება ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე 2023 წლის 1–ელი იანვრიდან დაიწყო, ახლა კი ნორმების გადაჭარბებისთვის ჯარიმები ამოქმედდა.
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. მძღოლები, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებიც გადააჭარბებენ ხმაურის იმ დასაშვებ ნორმას, რომელიც მწარმოებელმა კონკრეტული მარკის ავტომობილისთვის დაადგინა, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დაჯარიმდებიან.
პირველ ჯერზე ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, განმეორებით შემთხვევაში - 200 ლარს, ხოლო წლის განმავლობაში ყოველი შემდგომი კანონდარღვევა 300 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების ხმაურის საშუალო მაჩვენებელზე შემოწმება დაიწყო.
ტექდათვალიერება საქართველოში 2019 წელს დაწესდა. ამჟამად ავტომობილები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები, მათ შორის ტაქსი, ტექდათვალიერებას გადიან ყოველ ექვს თვეში, სატვირთო ავტომობილები – წელიწადში ერთხელ, ხოლო მსუბუქი ავტომობილები და პიკაპები – ორ წელიწადში ერთხელ.