https://sputnik-georgia.com/20240101/ra-siaxleebi-amoqmeddeba-saqartvelosi-2024-wlis-1-ianvridan-285373775.html
რა სიახლეები ამოქმედდება საქართველოში 2024 წლის 1–ლი იანვრიდან
რა სიახლეები ამოქმედდება საქართველოში 2024 წლის 1–ლი იანვრიდან
Sputnik საქართველო
ახალი 2024 წელი სიახლეების მხრივ ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი წელია. ზოგიერთი ცვლილება ჩვეულებრივ მოქალაქეებს გაახარებს, ზოგი კი ყურადღებითა და ფრთხილად ყოფნის... 01.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-01T10:29+0400
2024-01-01T10:29+0400
2024-01-01T10:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/85/242188542_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_eadf6a6388a3a0355b86fc39c60be1e6.jpg
Sputnik საქართველო გთავაზობთ 2024 წლის მთავარ სიახლეებს საქართველოში.პენსიებიპენსიონერებისთვის აქტუალური სიახლე – 1–ლი იანვრიდან მათი პენსიები იზრდება.70–წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია გაიზარდა 20 ლარით და გახდა 315 ლარი, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების პენსიონერების პენსია – 380 ლარი.70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია გაიზარდა 50 ლარით და გახდა 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 490 ლარი.საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასიპირები, რომლებიც ხელფასს იღებენ სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტიდან, 2024 წლის 1–ლი იანვრიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.მთავრობის გადაწყვეტილებით ხელფასები იზრდება 10%–ით. ეს სიახლე სამხედრო მოსამსახურეებსა და პოლიციელებსაც ეხება.მასწავლებლების ხელფასებიპედაგოგების ხელფასები 2024 წელს 500 ლარამდე გაიზრდება.ხელფასის მაქსიმალური ზრდა ელოდება იმ პედაგოგებს, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ.სიახლეები მძღოლებისთვისიანვრიდან ავტომობილისტებისთვის ორი სიახლე ამოქმედდება. პირველი ეხება ჯარიმებს ხმაურიანი ავტომობილებისთვის, მეორე კი ზამთრის საბურავების გამოყენებას ქვეყნის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე.გარდა ამისა, 1–ლი იანვრიდან იკრძალება ქვეყანაში იმ ავტომობილების შემოყვანა, რომლებიც არ შეესაბამება „ევრო 5“ სტანდარტს.კომუნალური გადასახადები2024 წლის 1–ლი იანვრიდან საქართველოში სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფი ელექტროენერგიაზე 0,03 ლარით მცირდება.კომერციული ტარიფები წყალსა და გაზზე იზრდება თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.ტრანსპორტის დარეგულირებასაქართველოში 2024 წელს იწყება საერთაშორისო ტრანსპორტის რეფორმა. გაჩნდება ახალი ავტოსადგურები, გადაზიდვები გახდება ლიცენზირებული და მოგზაურებს სიურპრიზებს აღარ მოუტანს.ასევე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება თბილისში დღის საათებში შეიზღუდება.ახალი ძველი უწყებასაქართველოში საბოლოოდ გაირკვა, ვინ მიხედავს სამინისტროების დონეზე ახალგაზრდობის საქმეებს. ამიერიდან ეს სფერო ოფიციალურად გადაეცა განათლების სამინისტროს.სწორედ ამ უწყებას დაექვემდებარება ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და მის მიერ რეალიზებული პროგრამები.სიახლეები საპატიმროებშისიახლეები 2024 წელს ციხეებსაც ეხება. მათთვის განახლებული წესები ამოქმედდა, ასევე ახალი შეღავათები.პატიმრებმა მიიღეს ტელევიზორის ყურების, სწავლის, მუშაობის უფლება, ასევე მათ უფლებების დაცვის გარანტია მისცეს.ზრუნვა ოზონის ფენაზესაქართველო გასულ წელს მონრეალის პროტოკოლის 151-ე ქვეყანა გახდა, რომელიც „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის“ კიგალის ცვლილებას შეუერთდა. ამიერიდან საქართველოში ერთდროულად რამდენიმე ახალი წესი ამოქმედდება.ერთ–ერთი წესი იქნება სამაცივრე მოწყობილობების უსაფრთხოების შემოწმების ვალდებულება, ხოლო მეორე – ოზონის ფენის დამშლელი ნივთიერებების გაყიდვის აკრძალვა.ჯარში გაწვევასიახლეები ელოდებათ ახალწვეულებსაც. ამიერიდან ჯარში გაწვევა საქართველოს თავდაცვის სფეროს პრეროგატივა იქნება და არა რაიონული ადმინისტრაციების.ამასთან, ჯარისგან თავის არიდების საფუძველი ცოტა იქნება. წვევამდელების სიაში მოხვდებიან სტუდენტებიც, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ.შობადობაზე ზრუნვასიახლეები იქნება დემოგრაფიის სფეროშიც. საქართველოში 2024 წლის 1–ლი იანვრიდან რეპროდუქციულისაქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრი გამოჩნდება. გარდა ამისა, სიახლეები შეეხება აბორტების კონტროლს. აბორტის წინ კონსულტაციაში, ექიმის გარდა, 2024 წლის 1–ლი იანვრიდან ჩაერთვება სოცმუშაკი და ფსიქოლოგი, თავად კონსულტაცია სპეციალურ ოთახში ჩატარდება და კონფიდენციალური იქნება.მეტი სათვალთვალო კამერაკიდევ ერთი სიახლეა საქართველოს მცხოვრებლებისა და სტუმრების საყოველთაო დაკვირვება.ვიდეოსათვალთვალო კამერები 1–ლი იანვრიდან გამოჩნდება ვაჭრობის ყველა ობიექტზე, სადაც მიმდინარეობს საცალო და საბითუმო ვაჭრობა, სასტუმროებსა და მოტელებში, კვების ყველა ობიექტზე, მსხვილ კომპანიებში.არასასიამოვნო სიახლე კაზინოს მოყვარულებისთვისახალი წლიდან აზარტული თამაშების მოყვარულებს მკაცრ წესებთან და შეზღუდვებთან მოუწევთ შეჯახება. საქართველოში 1–ლი ივლისიდან აიკრძალება თამაში, მათ შორის, ონლაინ–კაზინოებში, 25–წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვის და 18–წლამდე უცხოელებისთვის.ასევე ფსონების ჩამოსვლა და ონლაინ–კაზინოები, მათ შორის, ინტერნეტ–კაფეების მეშვეობით, აეკრძალებათ სოციალურად დაუცველ პირებს, ლუდომანებს.უარი უკანონო რაზმებსა და ტერორისტების დახმარებასსაქართველოში 2024 წელს ოფიციალურად აიკრძალება ნებისმიერი გასამხედროებული მოხალისეების რაზმები, თუ მათ უშუალო ურთიერთობა არა აქვთ თავდაცვის სამინისტროსთან.ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის მქონე ცენტრალურ დეპოზიტარებს 2024 წლის 1–ლი მარტიდან დაევალებათ დაიცვან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აკრძალვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/85/242188542_281:0:2000:1289_1920x0_80_0_0_24808fdca6c27e82d70587b60aa8283c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
რა სიახლეები ამოქმედდება საქართველოში 2024 წლის 1–ლი იანვრიდან
ახალი 2024 წელი სიახლეების მხრივ ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი წელია. ზოგიერთი ცვლილება ჩვეულებრივ მოქალაქეებს გაახარებს, ზოგი კი ყურადღებითა და ფრთხილად ყოფნის საბაბს იძლევა.
Sputnik საქართველო გთავაზობთ 2024 წლის მთავარ სიახლეებს საქართველოში.
პენსიონერებისთვის აქტუალური სიახლე – 1–ლი იანვრიდან მათი პენსიები იზრდება.
70–წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია გაიზარდა 20 ლარით და გახდა 315 ლარი, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების პენსიონერების პენსია – 380 ლარი.
70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია გაიზარდა 50 ლარით და გახდა 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 490 ლარი.
საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასი
პირები, რომლებიც ხელფასს იღებენ სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტიდან, 2024 წლის 1–ლი იანვრიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით ხელფასები იზრდება 10%–ით. ეს სიახლე სამხედრო მოსამსახურეებსა და პოლიციელებსაც ეხება.
პედაგოგების ხელფასები 2024 წელს 500 ლარამდე გაიზრდება.
ხელფასის მაქსიმალური ზრდა ელოდება იმ პედაგოგებს, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ.
იანვრიდან ავტომობილისტებისთვის ორი სიახლე ამოქმედდება. პირველი ეხება ჯარიმებს ხმაურიანი ავტომობილებისთვის, მეორე კი ზამთრის საბურავების გამოყენებას ქვეყნის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე.
გარდა ამისა, 1–ლი იანვრიდან იკრძალება ქვეყანაში იმ ავტომობილების შემოყვანა, რომლებიც არ შეესაბამება „ევრო 5“ სტანდარტს.
2024 წლის 1–ლი იანვრიდან საქართველოში სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფი ელექტროენერგიაზე 0,03 ლარით მცირდება.
კომერციული ტარიფები წყალსა და გაზზე იზრდება თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.
საქართველოში 2024 წელს იწყება საერთაშორისო ტრანსპორტის რეფორმა. გაჩნდება ახალი ავტოსადგურები, გადაზიდვები გახდება ლიცენზირებული და მოგზაურებს სიურპრიზებს აღარ მოუტანს.
ასევე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება თბილისში დღის საათებში შეიზღუდება.
საქართველოში საბოლოოდ გაირკვა, ვინ მიხედავს სამინისტროების დონეზე ახალგაზრდობის საქმეებს. ამიერიდან ეს სფერო ოფიციალურად გადაეცა განათლების სამინისტროს.
სწორედ ამ უწყებას დაექვემდებარება ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და მის მიერ რეალიზებული პროგრამები.
სიახლეები 2024 წელს ციხეებსაც ეხება. მათთვის განახლებული წესები ამოქმედდა, ასევე ახალი შეღავათები.
პატიმრებმა მიიღეს ტელევიზორის ყურების, სწავლის, მუშაობის უფლება, ასევე მათ უფლებების დაცვის გარანტია მისცეს.
საქართველო გასულ წელს მონრეალის პროტოკოლის 151-ე ქვეყანა გახდა, რომელიც „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის“ კიგალის ცვლილებას შეუერთდა. ამიერიდან საქართველოში ერთდროულად რამდენიმე ახალი წესი ამოქმედდება.
ერთ–ერთი წესი იქნება სამაცივრე მოწყობილობების უსაფრთხოების შემოწმების ვალდებულება, ხოლო მეორე – ოზონის ფენის დამშლელი ნივთიერებების გაყიდვის აკრძალვა.
სიახლეები ელოდებათ ახალწვეულებსაც. ამიერიდან ჯარში გაწვევა საქართველოს თავდაცვის სფეროს პრეროგატივა იქნება და არა რაიონული ადმინისტრაციების.
ამასთან, ჯარისგან თავის არიდების საფუძველი ცოტა იქნება. წვევამდელების სიაში მოხვდებიან სტუდენტებიც, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ.
სიახლეები იქნება დემოგრაფიის სფეროშიც. საქართველოში 2024 წლის 1–ლი იანვრიდან რეპროდუქციულისაქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრი გამოჩნდება. გარდა ამისა, სიახლეები შეეხება აბორტების კონტროლს. აბორტის წინ კონსულტაციაში, ექიმის გარდა, 2024 წლის 1–ლი იანვრიდან ჩაერთვება სოცმუშაკი და ფსიქოლოგი, თავად კონსულტაცია სპეციალურ ოთახში ჩატარდება და კონფიდენციალური იქნება.
კიდევ ერთი სიახლეა საქართველოს მცხოვრებლებისა და სტუმრების საყოველთაო დაკვირვება.
ვიდეოსათვალთვალო კამერები 1–ლი იანვრიდან გამოჩნდება ვაჭრობის ყველა ობიექტზე, სადაც მიმდინარეობს საცალო და საბითუმო ვაჭრობა, სასტუმროებსა და მოტელებში, კვების ყველა ობიექტზე, მსხვილ კომპანიებში.
არასასიამოვნო სიახლე კაზინოს მოყვარულებისთვის
ახალი წლიდან აზარტული თამაშების მოყვარულებს მკაცრ წესებთან და შეზღუდვებთან მოუწევთ შეჯახება. საქართველოში 1–ლი ივლისიდან აიკრძალება თამაში, მათ შორის, ონლაინ–კაზინოებში, 25–წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვის და 18–წლამდე უცხოელებისთვის.
ასევე ფსონების ჩამოსვლა და ონლაინ–კაზინოები, მათ შორის, ინტერნეტ–კაფეების მეშვეობით, აეკრძალებათ სოციალურად დაუცველ პირებს, ლუდომანებს.
უარი უკანონო რაზმებსა და ტერორისტების დახმარებას
საქართველოში 2024 წელს ოფიციალურად აიკრძალება ნებისმიერი გასამხედროებული მოხალისეების რაზმები, თუ მათ უშუალო ურთიერთობა არა აქვთ თავდაცვის სამინისტროსთან.
ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის მქონე ცენტრალურ დეპოზიტარებს 2024 წლის 1–ლი მარტიდან დაევალებათ დაიცვან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აკრძალვა.