https://sputnik-georgia.com/20240101/ramdeni-gamoimusava-saqartvelom-saxelmwifo-qonebis-privatizaciit-285374670.html
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
Sputnik საქართველო
პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციების საერთო თანხამ 100 მლნ ლარი შეადგინა. 01.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-01T11:27+0400
2024-01-01T11:27+0400
2024-01-01T11:27+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282742278_0:24:1280:744_1920x0_80_0_0_829d69cbf7e7f1e4f45d6239e2676c47.jpg
თბილისი, 1–ლი იანვარი – Sputnik. საქართველოს ბიუჯეტს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ 279,5 მილიონი ლარი მოუტანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.მისი ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა 98,3 მლნ ლარი, რაც ოქტომბერ–დეკემბრის გეგმის 126,02 პროცენტს შეადგენს.სახელმწიფო ქონების სააგენტომ გამართა 2.925 აუქციონი, ხოლო პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 100 მლნ ლარი შეადგინა„არსებული შედეგი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა ეკონომიკურ ბრუნვაში“, – განაცხადა ენუქიძემ.კურორტ წყალტუბოს აღდგენა - პრივატიზებულია მესამე მიტოვებული სანატორიუმი>>მისი თქმით, სახელმწიფო ქონების სააგენტო 2024 წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორისთვის სხვადასხვა მიმზიდველი უძრავი ქონების შეთავაზებას ინვესტიციებისთვის.საპრივატიზაციოქონების სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრქუტურა, სასტუმროები და ა.შ.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფიქრობენ, რომ პრივატიზაციის პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282742278_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_2f2ba0d269f105ef825bfffd12004326.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციების საერთო თანხამ 100 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისი, 1–ლი იანვარი – Sputnik. საქართველოს ბიუჯეტს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ 279,5 მილიონი ლარი მოუტანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.
„მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა“, – განაცხადა ენუქიძემ.
მისი ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა 98,3 მლნ ლარი, რაც ოქტომბერ–დეკემბრის გეგმის 126,02 პროცენტს შეადგენს.
სახელმწიფო ქონების სააგენტომ გამართა 2.925 აუქციონი, ხოლო პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 100 მლნ ლარი შეადგინა
„არსებული შედეგი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა ეკონომიკურ ბრუნვაში“, – განაცხადა ენუქიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ქონების სააგენტო 2024 წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორისთვის სხვადასხვა მიმზიდველი უძრავი ქონების შეთავაზებას ინვესტიციებისთვის.
საპრივატიზაციოქონების სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრქუტურა, სასტუმროები და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფიქრობენ, რომ პრივატიზაციის პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.