https://sputnik-georgia.com/20230907/kurort-wyaltubos-ardgena-privatizebulia-mesame-sanatoriuli-282038243.html
კურორტ წყალტუბოს აღდგენა - პრივატიზებულია მესამე მიტოვებული სანატორიუმი
კურორტ წყალტუბოს აღდგენა - პრივატიზებულია მესამე მიტოვებული სანატორიუმი
Sputnik საქართველო
მთავრობა ატარებს მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“. 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T20:37+0400
2023-09-07T20:37+0400
2023-09-07T21:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24688/18/246881839_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_9581462804ec7c95d63fc06f1483013c.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. მიტოვებული სანატორიუმი „წყალტუბო“ ელექტრონულ აუქციონზე 2,6 მილიონ ლარად გაიყიდა, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.შოთა რუსთაველის 48 ნომერში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გაიყიდა.პრივატიზაციის პირობების მიხედვით, ახალმა მფლობელმა – შპს „გოლდენ ტაუერსმა“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში უნდა მოაწყოს სასტუმროს ტერიტორიაზე არანაკლებ 100 ნომერი და კვების ობიექტები, რისთვისაც მან უნდა დააბანდოს 7,8 მილიონი ლარზე მეტი ინვესტიცია.სააგენტოს ცნობით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კურორტ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.წყალტუბოს განვითარებაში ინვესტიციებს კატარის კომპანია ჩადებს >>საჭირო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ ბიზნეს-სექტორს წარუდგინა 14 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზების პაკეტი, რომელთა ჯამური ღირებულება 50 მილიონი ლარია.დღეისათვის ყოფილი სანატორიუმები „თბილისი", „მედეა" და „წყალტუბო" უკვე პრივატიზებულია. გაყიდული ობიექტების საერთო ღირებულებამ 11,6 მლნ ლარი შეადგინა. სხვა სანატორიუმების პრივატიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას მინიმუმ 500 მილიონი ლარის ოდენობით.პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური თანამედროვე სპა კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საზოგადოებრივი სივრცის განახლებას.კურორტი წყალტუბო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია თავისი თერმულ-რადონული მინერალური წყლებით. რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24688/18/246881839_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_65f8985c9868e3a642409bb3f319e2e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები
კურორტ წყალტუბოს აღდგენა - პრივატიზებულია მესამე მიტოვებული სანატორიუმი
20:37 07.09.2023 (განახლებულია: 21:36 07.09.2023) მთავრობა ატარებს მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. მიტოვებული სანატორიუმი „წყალტუბო“ ელექტრონულ აუქციონზე 2,6 მილიონ ლარად გაიყიდა, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
შოთა რუსთაველის 48 ნომერში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გაიყიდა.
პრივატიზაციის პირობების მიხედვით, ახალმა მფლობელმა – შპს „გოლდენ ტაუერსმა“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში უნდა მოაწყოს სასტუმროს ტერიტორიაზე არანაკლებ 100 ნომერი და კვების ობიექტები, რისთვისაც მან უნდა დააბანდოს 7,8 მილიონი ლარზე მეტი ინვესტიცია.
სააგენტოს ცნობით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კურორტ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
საჭირო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ ბიზნეს-სექტორს წარუდგინა 14 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზების პაკეტი, რომელთა ჯამური ღირებულება 50 მილიონი ლარია.
დღეისათვის ყოფილი სანატორიუმები „თბილისი", „მედეა" და „წყალტუბო" უკვე პრივატიზებულია. გაყიდული ობიექტების საერთო ღირებულებამ 11,6 მლნ ლარი შეადგინა. სხვა სანატორიუმების პრივატიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას მინიმუმ 500 მილიონი ლარის ოდენობით.
პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური თანამედროვე სპა კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საზოგადოებრივი სივრცის განახლებას.
კურორტი წყალტუბო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია თავისი თერმულ-რადონული მინერალური წყლებით. რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.