https://sputnik-georgia.com/20231230/vistan-seqmnis-koalicias-nika-melias-2014-wlis-arcevnebistvis-molaparakebebi-dawyebulia-285342500.html
ვისთან შექმნის კოალიციას ნიკა მელია 2024 წლის არჩევნებისთვის - მოლაპარაკებები დაწყებულია
ვისთან შექმნის კოალიციას ნიკა მელია 2024 წლის არჩევნებისთვის - მოლაპარაკებები დაწყებულია
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყველას, ვინც ნიკა მელიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ 30.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-30T14:25+0400
2023-12-30T14:25+0400
2023-12-30T20:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ნიკა მელია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049206_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_242cc0e9465f86a7b46928d8e7a18386.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე მოლაპარაკებებს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად აწარმოებს, ისევე როგორც პარტიებთან „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ და ორ თვეში „ბევრი სიახლე“ დააანონსა.2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. 2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნებს იგებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.მისი თქმით, მსგავსი გაერთიანების დრო დადგა.ასეთ ბრძოლაში მნიშვნელოვანია მართებული, ღირებულებითი ერთობა, თავის მხრივ დაწერა სოციალურ ქსელში ნიკა მელიამ.„ვიყავი ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით... თუმცა მხოლოდ ხალხის ინტერესის კარნახით, მათი დაკვეთით შექმნილი ერთობა, შეიძლება იყოს ცვლილებისა და გამარჯვების მომტანი", - დაწერა მელიამ.ოპოზიციური პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა ჯერ კიდევ სამშაბათს დაადასტურა. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.ფონდი წინასაარჩევნო ელფერით - „ქართულ ოცნებაში“ ხაზარაძის ინიციატივა გააკრიტიკეს >>„ქართული ოცნების“ ლიდერები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პარტიას და პოლიტიკოსს უწოდებენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“, რომელიც საქართველოსა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049206_207:166:1124:854_1920x0_80_0_0_7748f3ab03de0e8e8fd759c4b1782d53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ნიკა მელია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ნიკა მელია
ვისთან შექმნის კოალიციას ნიკა მელია 2024 წლის არჩევნებისთვის - მოლაპარაკებები დაწყებულია
14:25 30.12.2023 (განახლებულია: 20:02 30.12.2023) „ქართული ოცნების“ ლიდერები ყველას, ვინც ნიკა მელიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე მოლაპარაკებებს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად აწარმოებს, ისევე როგორც პარტიებთან „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ და ორ თვეში „ბევრი სიახლე“ დააანონსა.
2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. 2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნებს იგებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
„ეს არის „გირჩი“, „დროა“, ეს არის ნიკა მელია, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ერთმანეთთან, გადაწყვეტილებები იქნება, მაგრამ თებერვალში ჩვენ დავიწყებთ, ვინც შევთანხმდებით იმაზე, რომ ერთმანეთის გვესმის, ერთი და იგივე მიზნები გვაქვს... დარწმუნებული ვარ, რომ თებერვალში ბევრი სიახლე იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, მსგავსი გაერთიანების დრო დადგა.
ასეთ ბრძოლაში მნიშვნელოვანია მართებული, ღირებულებითი ერთობა, თავის მხრივ დაწერა სოციალურ ქსელში ნიკა მელიამ.
„ვიყავი ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით... თუმცა მხოლოდ ხალხის ინტერესის კარნახით, მათი დაკვეთით შექმნილი ერთობა, შეიძლება იყოს ცვლილებისა და გამარჯვების მომტანი", - დაწერა მელიამ.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა ჯერ კიდევ სამშაბათს დაადასტურა. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პარტიას და პოლიტიკოსს უწოდებენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“, რომელიც საქართველოსა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.