როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAთხილის გადამამუშავებელი საწარმო
თხილის გადამამუშავებელი საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
მიმდინარე წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,6%-ით გაიზარდა.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის ნოემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,2%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 0,4%-ით, მათ შორის სურსათზე – 0,6%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 6,1%-ით გაიზარდა.
ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,6%-ით გაიზარდა, იუწყება „საქსტატი".
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ნოემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა.
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში – ახალი სტატისტიკა>>
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 5,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში 2,3%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით შემცირდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 6,2%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 5%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე შემცირდა 11,7%-ით.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო>>
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 4,2%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,2%-ით გაიაფდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის ოქტომბერში 0,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, წლის მანძილზე სურსათზე ფასები 1,2%-ით შემცირდა. 2023 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0