საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო
CC BY-SA 3.0 / Nc tech3 / POTIფოთის პორტი
გამოწერა
ექსპორტმა 5,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11,1%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-ნოემბერში.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,7%-ით გაიზარდა და 19,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 14 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით 16,1%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ნოემბერი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 5 584,3 | 11,1 |
იმპორტი | 14 028,5 | 16,1 |
სულ | 19 612,8 | 14,7 |
ექსპორტმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელთან შედარებით 19,7%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტის სასუქები, წამლები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2023 წლის იანვარი-ნოემბერში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
მსუბუქი ავტომობილები | 1 946,9 | 154,6 |
პილენძის მადნები და კონცენტრატები | 472,2 | -49,4 |
ღვინო | 240,3 | 3,3 |
სპირტიანი სასმელები | 176,9 | 42,0 |
ფეროშენადნობები | 148,4 | -67,4 |
2023 წლის იანვარი–ნოემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 154,6%-ით, სპირტიანი სასმელების – 42%-ით, წყლების, მათ შორის მინერალური და გაზიანი (შაქრიანი დანამატებით) – 35,4%-ით.
ამავე დროს წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების – 67,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 49,4%-ით, აზოტის სასუქის – 40,9%-ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთი 2023 წლის იანვარი-ნოემბერში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
მსუბუქი ავტომობილები | 2 880,9 | 94,2 |
ნავთობპროდუქტები | 1 053,0 | -14,7 |
წამლები | 489,6 | 35,7 |
გაზი | 388,2 | 4,5 |
სატელეფონო აპარატები | 330,8 | 26,0 |
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების, სატვირთოების იმპორტი - 67,3%-ით, ტრაქტორების - 63,2%-ით.
წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 68,2%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 14,7%-ით, ასევე გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების – 7,7%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2023 წლის იანვარ-ნოემბერში პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთი 2023 წლის იანვარი-ნოემბერში
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
თურქეთი | 2 714,8 | 6,2 |
რუსეთი | 2 193,9 | -0,2 |
აშშ | 1 846,2 | 60,6 |
ჩინეთი | 1 520,1 | -9,5 |
აზერბაიჯანი | 1 371,4 | 17,6 |
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და იაპონია.