https://sputnik-georgia.com/20231229/qartuli-ocnebis-reitingi-gaizarda-kobaxize-285323723.html
„ქართული ოცნების“ რეიტინგი ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ გაიზარდა – კობახიძე
„ქართული ოცნების“ რეიტინგი ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ გაიზარდა – კობახიძე
Sputnik საქართველო
დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, პარლამენტში გარანტირებულად ორი პარტია შევა, აღნიშნა კობახიძემ. 29.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-29T13:09+0400
2023-12-29T13:09+0400
2023-12-29T13:09+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/19/278934280_0:123:1440:933_1920x0_80_0_0_2c22daa4fefc7593ad60b6d0cf308cf6.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეიტინგი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ გაიზარდა ისე, რომ პარტიას ასეთი მაჩვენებლები 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შესახებ 14 დეკემბერს გამოაცხადა. გადაწყვეტილებას მხარი ევროკავშირის ყველა, 27–მა ქვეყანამ დაუჭირა.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%–მდე გაიზარდა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 20%–ს ჩამოსცდა. სხვა პარტიები საერთოდ ვერ ლახავენ 5–პროცენტიან ბარიერს, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს.„ეს არის დღევანდელი მოცემულობა. დღეს რომ არჩევნები იყოს, გარანტირებულად ორი პარტია შევა პარლამენტში, რაც საბოლოო ჯამში, არსებითად სურათს არ ცვლის. მესამე პარტია რომ შევიდეს, მაინც ორი პარტია იქნება პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, არანაირი განსხვავება არაა, მესამე პარტია იქნება „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ თუ სხვა პარტია. ისინი ყველა კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.კალაძე: „ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს>>„წინა არჩევნების დროს რეალურად რვა პარტია შევიდა პარლამენტში, ერთ-ერთი იყო „გირჩი“ და „მოქალაქეები“, ჯამში ექვსი დეპუტატი, კიდევ „ევროპელი სოციალისტების“ ოთხი დეპუტატი, დანარჩენი კი ერთი პარტია იყო“, – განაცხადა კობახიძემ.„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მიაკუთვნა მან ასევე ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს - ოპოზიციონერი>>ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/19/278934280_131:136:1230:960_1920x0_80_0_0_3f6f05e9001404256e18341499fc79ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველო
„ქართული ოცნების“ რეიტინგი ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ გაიზარდა – კობახიძე
დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, პარლამენტში გარანტირებულად ორი პარტია შევა, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეიტინგი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ გაიზარდა ისე, რომ პარტიას ასეთი მაჩვენებლები 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შესახებ 14 დეკემბერს გამოაცხადა. გადაწყვეტილებას მხარი ევროკავშირის ყველა, 27–მა ქვეყანამ დაუჭირა.
„ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ რეიტინგებს, მათ შორის ბოლო კვლევა მას შემდეგ ჩავატარეთ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ზრდა დაფიქსირდა ბოლო კვლევასთან შედარებით დეკემბრის ბოლოს. ჩვენი მონაცემები დღეს უპრეცედენტოა, ასეთი მაღალი რეიტინგი არ გვქონია არასდროს 2012 წლიდან მოყოლებული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%–მდე გაიზარდა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 20%–ს ჩამოსცდა. სხვა პარტიები საერთოდ ვერ ლახავენ 5–პროცენტიან ბარიერს, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს.
„ეს არის დღევანდელი მოცემულობა. დღეს რომ არჩევნები იყოს, გარანტირებულად ორი პარტია შევა პარლამენტში, რაც საბოლოო ჯამში, არსებითად სურათს არ ცვლის. მესამე პარტია რომ შევიდეს, მაინც ორი პარტია იქნება პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არანაირი განსხვავება არაა, მესამე პარტია იქნება „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ თუ სხვა პარტია. ისინი ყველა კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
„წინა არჩევნების დროს რეალურად რვა პარტია შევიდა პარლამენტში, ერთ-ერთი იყო „გირჩი“ და „მოქალაქეები“, ჯამში ექვსი დეპუტატი, კიდევ „ევროპელი სოციალისტების“ ოთხი დეპუტატი, დანარჩენი კი ერთი პარტია იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მიაკუთვნა მან ასევე ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.