სხვის ქონებას დაეუფლნენ და უკანონო შემოსავალი „დაიკანონეს“ – ცხრა პირს ბრალდება წაუყენეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლის მიხედვით მათ უფლება ჰქონდათ, განეკარგათ ირანის მოქალაქეების კუთვნილი უძრავი ქონება თბილისსა და ბათუმში.
ამ ყალბი მინოდბილობების საფუძველზე ისინი დაეუფლნენ 19 დაზარალებულის 2.435,05 კვ.მ ფართობის 15 უძრავ ქონებას, რაც 3,2 მილიონ ლარზე მეტ ზარალს შეადგენს. ამასთან, ბრალდებულებმა, იმისთვის, რომ დაემალათ ქონების წყარო, უძრავი ქონება ფიქტიური ხელშეკრულებებით თავიანთ ნაცნობ პირებზე გააფორმეს და შემდეგ მათი რეალიზაცია მოახდინეს.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ 727.455 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება გამოიწვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბრალდებული ცხრა პირიდან ორ პირს ბრალი წარედგინა სსკ–ის 180–ე და 194–ე მუხლებით – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამ პირს ბრალდება საქართველოს წარედგინა სსკ-ის 194-ე მუხლით – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს>>
ხოლო ოთხ პირის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით – დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა – წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ექვს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, საიდანაც 5 პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო 3 ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0