https://sputnik-georgia.com/20231218/tanxis-tagliturad-dauplebis-faqtze-sami-piri-daakaves-285041696.html
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 18.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-18T18:00+0400
2023-12-18T18:00+0400
2023-12-18T18:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორი დაარწმუნეს, თითქოსდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას შეძლებდნენ, რითაც კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული თანხა 2 მლნ ლარიდან 900 ათას ლარამდე შეუმცირდებოდა და კომპანიის უძრავ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობა/ყადაღა გაუქმდებოდა. ბრალდებულებმა კომპანიის დირექტორს, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად, 200 ათასი ლარი მოსთხოვეს, საიდანაც ერთ-ერთი დაკავებულის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი თანხის ნაწილი 32 ათასი ლარი ჩაარიცხინეს.დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სასამართლომ ბრალდებულებს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორი დაარწმუნეს, თითქოსდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას შეძლებდნენ, რითაც კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული თანხა 2 მლნ ლარიდან 900 ათას ლარამდე შეუმცირდებოდა და კომპანიის უძრავ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობა/ყადაღა გაუქმდებოდა.
ბრალდებულებმა კომპანიის დირექტორს, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად, 200 ათასი ლარი მოსთხოვეს, საიდანაც ერთ-ერთი დაკავებულის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი თანხის ნაწილი 32 ათასი ლარი ჩაარიცხინეს.
დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ ბრალდებულებს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.