https://sputnik-georgia.com/20231229/iuridiul-pirebs-partiebis-dapinanseba-aekrzalat-285331575.html
იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალათ
იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალათ
Sputnik საქართველო
აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას. 29.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-29T20:22+0400
2023-12-29T20:22+0400
2023-12-29T20:22+0400
საქართველო
ანტიკორუფციული ბიურო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283554933_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_291ac639607fa1eca6181a6cef567c04.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსეაზე აკრძალვა ოფიციალურად ძალაში შევიდა.შემოწირულობები, საწევრო შენატანებთან ერთად, პარტიების შემოსავლის მთავარი წყაროა საქართველოში.„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესული შესწორებების თანახმად, იურიდიული პირები ვეღარ შეძლებენ პარტიებისთვის შემოწირულობების გაღებას. აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.თავად შემოწირულობად ჩაითვლება მატერიალური ან არამატერიალური სიკეთე (სესხების ჩათვლით) და მომსახურება (გარდა ნებაყოფლობითის), რომელიც გადაეცემა ფიზიკური პირების მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით.ახალი წესები პარტიებისთვის – არანაირი შემოწირულობა კომპანიებისგან>>>კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პარტიებს უფლება აქვთ შემოწირულობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან მიიღოს. ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების მაქსიმალური ოდენობა და საწევრო გადასახადი უცვლელი დარჩება - 60 ათასი ლარი თითოეულ პირზე და 1,2 ათასი ლარი პარტიის თითოეულ წევრზე.საქართველოში უცხოელების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ასევე მათ სასარგებლოდ შემოწირულობების გაღება კატეგორიულად აკრძალულია და ისჯება ჯარიმით.გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.რა ითვლება პარტიის ხარჯებად, ამას ანტიკორუფციული ბიურო ადგენს.ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემოწირულობის გამცემი ფიზიკური პირის, ასევე იურიდიული პირის ფინანსების შესახებ, რომელიც აკრძალულ შემოწირულობას ახორციელებს.კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესდება ჯარიმა აკრძალული შემოწირულობის ორმაგი ოდენობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283554933_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_7a73dcad62dc6303c5e01179f596b92d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალათ
აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსეაზე აკრძალვა ოფიციალურად ძალაში შევიდა.
შემოწირულობები, საწევრო შენატანებთან ერთად, პარტიების შემოსავლის მთავარი წყაროა საქართველოში.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესული შესწორებების თანახმად, იურიდიული პირები ვეღარ შეძლებენ პარტიებისთვის შემოწირულობების გაღებას. აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.
თავად შემოწირულობად ჩაითვლება მატერიალური ან არამატერიალური სიკეთე (სესხების ჩათვლით) და მომსახურება (გარდა ნებაყოფლობითის), რომელიც გადაეცემა ფიზიკური პირების მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პარტიებს უფლება აქვთ შემოწირულობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან მიიღოს. ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების მაქსიმალური ოდენობა და საწევრო გადასახადი უცვლელი დარჩება - 60 ათასი ლარი თითოეულ პირზე და 1,2 ათასი ლარი პარტიის თითოეულ წევრზე.
საქართველოში უცხოელების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ასევე მათ სასარგებლოდ შემოწირულობების გაღება კატეგორიულად აკრძალულია და ისჯება ჯარიმით.
გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
რა ითვლება პარტიის ხარჯებად, ამას ანტიკორუფციული ბიურო ადგენს.
ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემოწირულობის გამცემი ფიზიკური პირის, ასევე იურიდიული პირის ფინანსების შესახებ, რომელიც აკრძალულ შემოწირულობას ახორციელებს.
კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესდება ჯარიმა აკრძალული შემოწირულობის ორმაგი ოდენობით.