https://sputnik-georgia.com/20231215/axali-wesebi-partiebistvis-aranairi-semowiruloba-kompaniebisgan-284984732.html
ახალი წესები პარტიებისთვის – არანაირი შემოწირულობა კომპანიებისგან
ახალი წესები პარტიებისთვის – არანაირი შემოწირულობა კომპანიებისგან
Sputnik საქართველო
აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას. 15.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-15T21:42+0400
2023-12-15T21:42+0400
2023-12-15T21:42+0400
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ანტიკორუფციული ბიურო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000743_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_6b3cfe1d8a305d9d7476b9085782bffa.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლებიც საქართველოში პარტიების დაფინანსების ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს.შესწორებები დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას წარმოადგენს.პროექტის მთავარი სიახლეა იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების აკრძალვა. აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების მაქსიმალური ოდენობა და საწევრო გადასახადი უცვლელი დარჩება - 60 ათასი ლარი თითოეულ პირზე და 1,2 ათასი ლარი პარტიის თითოეულ წევრზე.რატომ აეკრძალება იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება - ირაკლი კობახიძის განმარტება>>თავად შემოწირულობად ჩაითვლება მატერიალური ან არამატერიალური სიკეთე (სესხების ჩათვლით) და მომსახურება (გარდა ნებაყოფლობითის), რომელიც გადაეცემა ფიზიკური პირების მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით.გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.როგორც აქამდე იყო, ანტიკორუფციული ბიურო დაადგენს, რა ჩაითვლება პარტიის ხარჯებში.კანონი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ვებ–გვერდზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000743_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_50f01181f9174c774370faae83375b8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო
ახალი წესები პარტიებისთვის – არანაირი შემოწირულობა კომპანიებისგან
აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლებიც საქართველოში პარტიების დაფინანსების ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს.
შესწორებები დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას წარმოადგენს.
პროექტის მთავარი სიახლეა იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების აკრძალვა. აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.
ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების მაქსიმალური ოდენობა და საწევრო გადასახადი უცვლელი დარჩება - 60 ათასი ლარი თითოეულ პირზე და 1,2 ათასი ლარი პარტიის თითოეულ წევრზე.
თავად შემოწირულობად ჩაითვლება მატერიალური ან არამატერიალური სიკეთე (სესხების ჩათვლით) და მომსახურება (გარდა ნებაყოფლობითის), რომელიც გადაეცემა ფიზიკური პირების მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით.
გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
როგორც აქამდე იყო, ანტიკორუფციული ბიურო დაადგენს, რა ჩაითვლება პარტიის ხარჯებში.
კანონი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ვებ–გვერდზე.