ძლიერმა ქარმა კახეთში პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerქარიშხლის შედეგები
ქარიშხლის შედეგები - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
უამინდობამ რეგიონის მასშტაბით დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც.
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ამ წუთებში უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით.
ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და სამანქანე მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებაზე.
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება: 28 დეკემბერს ამინდი გაუარესდება>>
უამინდობის შედეგად დაზარალდა თელავის მუნიციპალიტეტიც. ქარმა სოფელ ვარდისუბანში კულტურის სახლს სახურავის ნაწილი გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს. საახალწლო ნაძვის ხეები წაქცეულია თელავში, სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში.
ძლიერმა ქარმა და უამინდობამ რეგიონის მასშტაბით დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ყველა ახალი ამბავი
0