თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება: 28 დეკემბერს ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშითოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 28 დეკემბერს კვლავ ძლიერი ქარია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. ასევე მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0