https://sputnik-georgia.com/20231228/tbilissi-mcxetasa-da-rustavsi-wyalze-sayofacxovrebo-tarifebi-ucvleli-darca-285305783.html
თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალზე საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დარჩა
თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალზე საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დარჩა
Sputnik საქართველო
ახალი ტარიფები 2024 წლის 1–ლი იანვრიდან ამოქმედდება. 28.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-28T17:36+0400
2023-12-28T17:36+0400
2023-12-28T17:36+0400
სემეკი
საზოგადოება
მცხეთა
თბილისი დღეს
რუსთავი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/04/238920498_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_54647229a91abb3e00a1faada2050163.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალზე საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დარჩა, გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ (სემეკმა) დღევანდელ სხდომაზე მიიღო.კერძოდ, სემეკმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინა, რომლის მიხედვით, უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო (სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის. აღნიშნული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფები გავრცელდება თბილისის, მცხეთისა და რუსთავის აბონენტებზე.კომისიის გადაწყვეტილებით, გაიზარდა წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. კერძოდ, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში – 6.500 ლარი/კუბ.მ-ით. აღნიშნული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა>>როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით.ამ მიზნით სემეკმა შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363,868,823 ლარის მოცულობის ინვესტიცია. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას წარმოადგენს სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება.
მცხეთა
რუსთავი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/04/238920498_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_7673e84be92907a22779d5f23d25ec21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სემეკი, საზოგადოება, მცხეთა, თბილისი დღეს, რუსთავი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
სემეკი, საზოგადოება, მცხეთა, თბილისი დღეს, რუსთავი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალზე საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დარჩა
ახალი ტარიფები 2024 წლის 1–ლი იანვრიდან ამოქმედდება.
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალზე საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დარჩა, გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ (სემეკმა) დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, სემეკმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინა, რომლის მიხედვით, უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო (სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის. აღნიშნული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფები გავრცელდება თბილისის, მცხეთისა და რუსთავის აბონენტებზე.
კომისიის გადაწყვეტილებით, გაიზარდა წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. კერძოდ, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში – 6.500 ლარი/კუბ.მ-ით. აღნიშნული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით.
ამ მიზნით სემეკმა შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363,868,823 ლარის მოცულობის ინვესტიცია. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას წარმოადგენს სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება.