https://sputnik-georgia.com/20231228/saqartvelosi-eleqtroenergiis-tarifi-semcirda-285302822.html
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა
Sputnik საქართველო
ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფი 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. 28.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-28T13:28+0400
2023-12-28T13:28+0400
2023-12-28T13:29+0400
სემეკი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/12/238921246_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_f53f9d4227091b929e94f50c0d0fd9c8.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფი მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაამტკიცა. ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფი 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ამ დროისთვის თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები>>საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/12/238921246_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_e12a160234f32dab49b9c185135ba85e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სემეკი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა
სემეკი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა
13:28 28.12.2023 (განახლებულია: 13:29 28.12.2023) ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფი 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.
სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფი მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაამტკიცა.
კომისიის გადაწყვეტილებით, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი, აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება.
ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.
ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფი 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ამ დროისთვის თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.