თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიიარაღი და საბრძოლო მასალა
იარაღი და საბრძოლო მასალა - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 22-დან 58 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან.
უწყების ცნობით, პოლიციამ 14 პირიდან 7 თბილისში დააკავა - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, მჭიდები და ვაზნები.
რაც შეეხება რეგიონებს, ასევე 7 პირი დააკავეს კახეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, ცივი იარაღი, სანადირო თოფი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, ხელყუმბარა, ტყვიამფრქვევი, დანები, მჭიდები და ვაზნები.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0