საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის კავშირი მნიშვნელოვანია – მეუფე ნიკოლოზი

© photo: Sputnik / Igor Zaremboტაძარი
ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ის ასევე მიესალმება უვიზო რეჟიმის დაწესებას საქართველოსა და რუსეთს შორის.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. კავშირი საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის მნიშვნელოვანი, ამის გარეშე ხომ ვერ იქნება ვერანაირი საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე, გამაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
მისი თქმით, ის რუსეთში დავით არსენიშვილის სახელობის კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც წმინდანად შესარიცხ პირთა სიას განიხილავდნენ.
„მოსკოვში კონფერენციაზე ვიყავი. მე, საერთოდ, ხშირად დავდივარ და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. კირილესთან (რუსეთის პატრიარქი) ერთად წირვა მომიწია მაისში, მას შემდეგ აღარ მქონია მასთან ურთიერთობა. მე ვფიქრობ, რომ ეს კავშირები აუცილებლად უნდა არსებობდეს, რადგანაც ისე ვერავითარ მოლაპარაკებასა და ურთიერთობის განვითარებაზე ვერ გვექნება საუბარი“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, ის ასევე მიესალმება საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმის დაწესებას, როგორც თავის დროზე მიესალმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ.
„მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის, რომ მიუხედავად აგვისტოს ომისა, მან სულ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მათ ოკუპაციის კანონი არ აქვთ დარღვეული“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
პატრიარქი კირილი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ღირსეულად ატარებს წინამძღვრის ჯვარს>>
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
ყველა ახალი ამბავი
0