https://sputnik-georgia.com/20231226/patriarqma-kirilma-ilia-meores-agsakdrebis-dge-miuloca-285252594.html
პატრიარქი კირილი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ღირსეულად ატარებს წინამძღვრის ჯვარს
პატრიარქი კირილი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ღირსეულად ატარებს წინამძღვრის ჯვარს
Sputnik საქართველო
ილია მეორე, რომელსაც 4 იანვარს 91 წელი შეუსრულდება, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 46 წელია სათავეში უდგას 26.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-26T17:56+0400
2023-12-26T17:56+0400
2023-12-26T17:56+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
რუსეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/31/247523199_0:856:2048:2008_1920x0_80_0_0_3bd0e0799deaa5a86d330996c2bb8428.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრავალი ათეული წლის განმავლობაში ღირსეულად ატარებს წინამძღვრის ჯვარს, ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის აღსაყდრების 46 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მილოცვაში. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს გაიმართა.ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/31/247523199_0:664:2048:2200_1920x0_80_0_0_2e2437f8e5bf8dbf3a7b19f6f16a8ff9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რუსეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რუსეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
პატრიარქი კირილი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ღირსეულად ატარებს წინამძღვრის ჯვარს
ილია მეორე, რომელსაც 4 იანვარს 91 წელი შეუსრულდება, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 46 წელია სათავეში უდგას
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრავალი ათეული წლის განმავლობაში ღირსეულად ატარებს წინამძღვრის ჯვარს, ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის აღსაყდრების 46 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მილოცვაში.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს გაიმართა.
„წინამძღვრის მსახურება არ არის ადვილი ჯვარი, რომელსაც თქვენ ღირსეულად ატარებთ მრავალი ათწლეულის განმავლობაში. თქვენი პატრიარქობის წლებში საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა, თუმცა, იბერიის უძველესმა ეკლესიამ, თქვენი ბრძნული წინამძღოლობით დაძლია ისინი და რწმენისა და ღვთისმოსაობის უხვი ნაყოფი გამოავლინა. ამ მნიშვნელოვან დღეს, ლოცვით გისურვებთ ყოვლისშემძლეს კეთილშობილ დახმარებას თქვენს მღვდელმსახურებაში“, - ნათქვამია მილოცვაში.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.