რატომ შემცირდა საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი: სემეკის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის სარემონტო სამუშაოების დასრულების შედეგად, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაში.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.
„ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისიდან 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი, აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23,5 თეთრი იქნება.
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა >>
რეგიონებისთვის ამავე პერიოდისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას იქნება 14,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 15,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 23,227 თეთრი.
ყველა ახალი ამბავი
0