https://sputnik-georgia.com/20231227/stoltenbergi-ankaris-gadawyvetilebas-miesalmeba-285266762.html
მრავალთვიანი შეფერხება დასრულდა: სტოლტენბერგი ანკარის გადაწყვეტილებას მიესალმა
მრავალთვიანი შეფერხება დასრულდა: სტოლტენბერგი ანკარის გადაწყვეტილებას მიესალმა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მივესალმები თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადის... 27.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-27T11:30+0400
2023-12-27T11:30+0400
2023-12-27T11:30+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი
ნატო
იენს სტოლტენბერგი
შვედეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271950035_0:0:2857:1607_1920x0_80_0_0_41ddbad6b2b853133af120e5ac48c650.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მივესალმები თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადის დამტკიცებას, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი „მწვანე შუქს“, რომელიც თურქეთის საპარლამენტო კომიტეტმა, 19-თვიანი შეფერხებები შემდეგ, სტოკჰოლმის განაცხადს მისცა.ამასთან გენმდივანმა მოუწოდა თურქეთსა და უნგრეთს, შეძლებისდაგვარად სწრაფად დაასრულონ რატიფიკაციის პროცესები.თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი 26 დეკემბერს დაამტკიცა. შემდეგი ნაბიჯი სრული საპარლამენტო კენჭისყრაა, რომელზეც ეს საკითხი, სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება. ამის შემდეგ კანონს ხელი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა უნდა მოაწეროს, რითაც დასრულდება კიდეც რატიფიცირების პროცესი.ფინეთმა და შვედეთმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, 2022 წლის მაისში წარადგინეს განაცხადები ნატოში გაწევრიანების შესახებ. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი 4 აპრილს გახდა. შვედეთის განაცხადი კი აქამდე არ დაუმტკიცებიათ უნგრეთსა და თურქეთს. შვედეთი, როგორც ევროკავშირის წევრი, თურქეთის პრეზიდენტ თაიფ ერდოღანს დაეთანხმა, განაცხადის რატიფიცირების სანაცვლოდ, დაეხმაროს თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გააქტიურებაში. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არც უნგრეთი არ ეთანხმება, ამ გზაზე მთავარ დაბრკოლებად მაინც თურქეთი განიხილება.
თურქეთი
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271950035_694:0:3274:1935_1920x0_80_0_0_a5fa0cd996755b6694a8391dea29c21c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, თურქეთი , ნატო , იენს სტოლტენბერგი, შვედეთი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, თურქეთი , ნატო , იენს სტოლტენბერგი, შვედეთი, პოლიტიკა
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მივესალმები თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადის დამტკიცებას, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი „მწვანე შუქს“, რომელიც თურქეთის საპარლამენტო კომიტეტმა, 19-თვიანი შეფერხებები შემდეგ, სტოკჰოლმის განაცხადს მისცა.
„ეს გადაწყვეტილება დაასრულებს ანკარის მიერ შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესის მრავალთვიან შეფერხებას. მივესალმები თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებასთან დაკავშირებით", — აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ამასთან გენმდივანმა მოუწოდა თურქეთსა და უნგრეთს, შეძლებისდაგვარად სწრაფად დაასრულონ რატიფიკაციის პროცესები.
თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი 26 დეკემბერს დაამტკიცა. შემდეგი ნაბიჯი სრული საპარლამენტო კენჭისყრაა, რომელზეც ეს საკითხი, სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება. ამის შემდეგ კანონს ხელი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა უნდა მოაწეროს, რითაც დასრულდება კიდეც რატიფიცირების პროცესი.
ფინეთმა და შვედეთმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, 2022 წლის მაისში წარადგინეს განაცხადები ნატოში გაწევრიანების შესახებ. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი 4 აპრილს გახდა. შვედეთის განაცხადი კი აქამდე არ დაუმტკიცებიათ უნგრეთსა და თურქეთს. შვედეთი, როგორც ევროკავშირის წევრი, თურქეთის პრეზიდენტ თაიფ ერდოღანს დაეთანხმა, განაცხადის რატიფიცირების სანაცვლოდ, დაეხმაროს თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გააქტიურებაში.
მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არც უნგრეთი არ ეთანხმება, ამ გზაზე მთავარ დაბრკოლებად მაინც თურქეთი განიხილება.