https://sputnik-georgia.com/20231226/zafranis-fasma-moimata-285253998.html
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სანელებლის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სანელებლის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ამინდის ცვლილებამ და წყლის ნაკლებობამ ირანში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნელის, ზაფრანის მოსავლიანობის მკვეთრი ვარდნა... 26.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-26T17:18+0400
2023-12-26T17:18+0400
2023-12-26T17:18+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1a/285253633_0:201:3072:1929_1920x0_80_0_0_e5b9ed88575a14a000877a5119ab2eae.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ამინდის ცვლილებამ და წყლის ნაკლებობამ ირანში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნელის, ზაფრანის მოსავლიანობის მკვეთრი ვარდნა და შესაბამისად ფასის რეკორდული ზრდა გამოიწვია, იუწყება Financial Times.როგორც ზაფრანის ბირჟაზე განმარტავენ, სანელებლის მოსავალზე დამღუპველი გავლენა, ყინვებიანი ზამთრის შემდეგ, უნალექო და ცხელმა ზაფხულმა იქონია — 50 გრადუსამდე ტემპერატურამ რეგიონში ყველა წყარო დააშრო. შედეგად, ისედაც ძვირადღირებული ზაფრანის ფასი შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა და შიდა ბაზარზე ერთი კილოგრამის ღირებულებამ 1400 დოლარს მიაღწია.ამავდროულად, მიმწოდებლების თქმით, იგივე მოცულობის ზაფრანის ფასმა საზღვარგარეთ შეიძლება 1800 დოლარიც შეადგინოს. „წითელ ოქროდ“ წოდებული ზაფრანა Crocus sativus მსოფლიოს უძვირეს სანელებლადაა მიჩნეული, ვინაიდან მისი დინგების შეგროვება წელიწადში მხოლოდ ორი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი — ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე პერიოდში, მზის ამოსვლისას, როგორც კი ყვავილი გაიშლება, რათა არომატი არ დაკარგოს.ამასთან, დინგი ძალიან ფაქიზად უნდა მოშორდეს ყვავილს, რათა ბოჭკოები არ დაზიანდეს.ერთი კგ ზაფრანის დინგების მისაღებად დაახლოებით 170 ათასამდე ყვავილის შეგროვებაა საჭირო. სწორედ ეს მიზეზები განსაზღვრავს პროდუქტის უკიდურესად მაღალ ფასს.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1a/285253633_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_6aea2c7f290696cdb4acdb41190315c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სანელებლის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ამინდის ცვლილებამ და წყლის ნაკლებობამ ირანში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნელის, ზაფრანის მოსავლიანობის მკვეთრი ვარდნა და შესაბამისად ფასის რეკორდული ზრდა გამოიწვია, იუწყება
Financial Times. „როგორც მოსალოდნელია, მთლიანი წარმოება თითქმის 400 ტონიდან 170 ტონამდე შემცირდება“, — ციტირებს გამოცემა Novin Saffron-ის აღმასრულებელ დირექტორ ალი შარიათი-მოღადამს.
როგორც ზაფრანის ბირჟაზე განმარტავენ, სანელებლის მოსავალზე დამღუპველი გავლენა, ყინვებიანი ზამთრის შემდეგ, უნალექო და ცხელმა ზაფხულმა იქონია — 50 გრადუსამდე ტემპერატურამ რეგიონში ყველა წყარო დააშრო. შედეგად, ისედაც ძვირადღირებული ზაფრანის ფასი შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა და შიდა ბაზარზე ერთი კილოგრამის ღირებულებამ 1400 დოლარს მიაღწია.
ამავდროულად, მიმწოდებლების თქმით, იგივე მოცულობის ზაფრანის ფასმა საზღვარგარეთ შეიძლება 1800 დოლარიც შეადგინოს.
„წითელ ოქროდ“ წოდებული ზაფრანა Crocus sativus მსოფლიოს უძვირეს სანელებლადაა მიჩნეული, ვინაიდან მისი დინგების შეგროვება წელიწადში მხოლოდ ორი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი — ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე პერიოდში, მზის ამოსვლისას, როგორც კი ყვავილი გაიშლება, რათა არომატი არ დაკარგოს.ამასთან, დინგი ძალიან ფაქიზად უნდა მოშორდეს ყვავილს, რათა ბოჭკოები არ დაზიანდეს.
ერთი კგ ზაფრანის დინგების მისაღებად დაახლოებით 170 ათასამდე ყვავილის შეგროვებაა საჭირო. სწორედ ეს მიზეზები განსაზღვრავს პროდუქტის უკიდურესად მაღალ ფასს.