ვითარება გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები და სად არის მოძრაობა თავისუფალი

© courtesy of Tornike Rijvadzeგზის გაწმენდა თოვლისგან
გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
ავტომობილების გადაადგილება აკრძალული იყო ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ცუდი ხილვადობის გამო.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილოგზის 76–94–ე კმ (ახალციხე-ვალე) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის მონაკვეთზე მოძრაობა თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ცუდი ხილვადობის გამო 25 დეკემბერს დღისით დაიკეტა. მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ აღდგა.
ასევე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-90–ე კმ (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე.
ამავე გზის 30-170–ე კმ (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია, ხოლო 90-170–ე კმ (დიზი-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა კი თავისუფალია
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 170-185–ე კმ (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა>>
საავტომობილო გზის 1-30–ე კმ (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე ჩატარებულიგაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 35-60 კმ (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე.
გზაზე მოძრაობა დასაშვები იყო მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
ყველა ახალი ამბავი
0