https://sputnik-georgia.com/20231226/unda-iaros-tu-ara-bavsvmaiatakz-fexsisvelma-anijdesmasze-komarovskis-pasuxi-285230944.html
შეიძლება თუ არა ბავშვისთვის იატაკზე ფეხშიშველი სიარული ან ჯდომა? კომაროვსკის პასუხი
შეიძლება თუ არა ბავშვისთვის იატაკზე ფეხშიშველი სიარული ან ჯდომა? კომაროვსკის პასუხი
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თუ ბავშვს ფეხებზე გამუდმებით თბილად აცვია, ეს მას მომავალში ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას შეუქმნის, მიაჩნია უმაღლესი... 26.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-26T15:32+0400
2023-12-26T15:32+0400
2023-12-26T15:32+0400
რჩევები მშობლებს
ექიმის რჩევები
ევგენი კომაროვსკი
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1a/285230778_0:333:2048:1485_1920x0_80_0_0_b4adb16c8fb6ee76af814149a334d07f.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თუ ბავშვს ფეხებზე გამუდმებით თბილად აცვია, ეს მას მომავალში ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას შეუქმნის, მიაჩნია უმაღლესი კატეგორიის პედიატრ ევგენი კომაროვსკის.მისი თქმით:კომაროვსკის შეხედულებით, შიშველი ფეხებით სიარული ხელს უწყობს ტერფის განვითარებას. თუ ბავშვი ხშირად დატანტალებს უსწორმასწორო და უხეშ ზედაპირებზე – ბალახზე, მიწაზე, ქვიშაზე, კენჭებზე, ხის მორებზე, დაძვრება შვედურ კედელზე, როდესაც ფეხის ტერფის სხვადასხვა ნაწილით სხვადასხვა ძალით ეყრდნობა სხვადასხვა ზედაპირს, მისი კუნთები უფრო მეტად ვითარდება — ვიდრე იმ ბავშვისა, რომელიც მუდმივად სწორ და გლუვ ზედაპირზე დადის და ფეხზეც სქელძირიანი ფეხსაცმელი აცვია. მით უმეტეს, რომ ამ დროს არა მარტო კუნთები, სახსრებიც ვარჯიშდება და ნერვული სისტემაც.უფრო მეტიც, როგორც პედიატრი ამბობს, პატარამ პირველი ნაბიჯები სწორედ ფეხშიშველმა უნდა გადადგას. ასე ბავშვი, გარდა იმისა, რომ უკეთ შეიგრძნობს წონასწორობას, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის უფრო მეტ კუნთსაც აამუშავებს.კომაროვსკის აზრით, ფეხსაცმელსაქვს სამი ფუნქცია:ამასთან პედიატრი ხაზს უსვამს, რომ ფეხშიშველი სიარულისგან განსხვავებით, ბავშვისთვის დაუშვებელია გრილ იატაკზე ჯდომა.როგორც ის განმარტავს, დუნდულოების არეში კანი უფრო თხელი და ნაზია, ვიდრე ტერფზე. მართალია, ცივ ზედაპირზე ორიოდე წუთით ჯდომით არაფერი საშიში არ მოხდება — ბავშვს მხოლოდ კანის სისხლძარღვების სპაზმი დაემართება, მაგრამ ხანგრძლივი ჯდომის შემთხვევაში უკვე კუნთების სისხლძარღვების სპაზმი განვითარდება და ბავშვი ნამდვილ დისკომფორტს იგრძნობს. შესაბამისად, პოზიციის შეცვლას, გადაბრუნებას, თბილი ადგილისკენ გაჩოჩებას შეეცდება, ან სულაც დასახმარებლად მოუხმობს ვინმეს — აყენებას სთხოვს.ამიტომ, პედიატრი მშიბლებს ურჩევს:
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1a/285230778_0:141:2048:1677_1920x0_80_0_0_da4a56993dfb375a67f42fc9137c5cd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები, ევგენი კომაროვსკი, სასარგებლო რჩევები
რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები, ევგენი კომაროვსკი, სასარგებლო რჩევები
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თუ ბავშვს ფეხებზე გამუდმებით თბილად აცვია, ეს მას მომავალში ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას შეუქმნის, მიაჩნია უმაღლესი კატეგორიის პედიატრ ევგენი კომაროვსკის.
თუ ბავშვი ფეხშიშველი სიარულისა და სირბილისას დისკომფორტს არ გრძნობს, თანაც არ სცივა, ჯობს თავი დაანებოთ, ანუ თბილი წინდებისა და ფეხსაცმლის ჩაცმა არ სცადოთ.
კომაროვსკის შეხედულებით, შიშველი ფეხებით სიარული ხელს უწყობს ტერფის განვითარებას. თუ ბავშვი ხშირად დატანტალებს უსწორმასწორო და უხეშ ზედაპირებზე – ბალახზე, მიწაზე, ქვიშაზე, კენჭებზე, ხის მორებზე, დაძვრება შვედურ კედელზე, როდესაც ფეხის ტერფის სხვადასხვა ნაწილით სხვადასხვა ძალით ეყრდნობა სხვადასხვა ზედაპირს, მისი კუნთები უფრო მეტად ვითარდება — ვიდრე იმ ბავშვისა, რომელიც მუდმივად სწორ და გლუვ ზედაპირზე დადის და ფეხზეც სქელძირიანი ფეხსაცმელი აცვია. მით უმეტეს, რომ ამ დროს არა მარტო კუნთები, სახსრებიც ვარჯიშდება და ნერვული სისტემაც.
უფრო მეტიც, როგორც პედიატრი ამბობს, პატარამ პირველი ნაბიჯები სწორედ ფეხშიშველმა უნდა გადადგას. ასე ბავშვი, გარდა იმისა, რომ უკეთ შეიგრძნობს წონასწორობას, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის უფრო მეტ კუნთსაც აამუშავებს.
კომაროვსკის აზრით, ფეხსაცმელსაქვს სამი ფუნქცია:
დაიცვას ბავშვი ტრავმებისგან,
არ დაუშვას, რომ ბებიამ ინერვიულოს.
ამასთან პედიატრი ხაზს უსვამს, რომ ფეხშიშველი სიარულისგან განსხვავებით, ბავშვისთვის დაუშვებელია გრილ იატაკზე ჯდომა.
„ტერფსა და დუნდულებს შორის უზარმაზარი სხვაობაა. ტერფი ფიზიოლოგიურადაა მორგებული იმას, რომ სითბო შეინარჩუნოს, ხოლო ბავშვის დუნდულების „მოწყობა“ სულ სხვაგვარია“, — წერს ექიმი. ⠀
როგორც ის განმარტავს, დუნდულოების არეში კანი უფრო თხელი და ნაზია, ვიდრე ტერფზე. მართალია, ცივ ზედაპირზე ორიოდე წუთით ჯდომით არაფერი საშიში არ მოხდება — ბავშვს მხოლოდ კანის სისხლძარღვების სპაზმი დაემართება, მაგრამ ხანგრძლივი ჯდომის შემთხვევაში უკვე კუნთების სისხლძარღვების სპაზმი განვითარდება და ბავშვი ნამდვილ დისკომფორტს იგრძნობს. შესაბამისად, პოზიციის შეცვლას, გადაბრუნებას, თბილი ადგილისკენ გაჩოჩებას შეეცდება, ან სულაც დასახმარებლად მოუხმობს ვინმეს — აყენებას სთხოვს.
ამიტომ, პედიატრი მშიბლებს ურჩევს:
არ დასვან ბავშვი ცივ ზედაპირზე დიდი ხნით;
გრილ იატაკზე ჯდომა სრულად არ აკრძალონ;
არ შეუზღუდონ ბავშვს საცოცავი ადგილი მხოლოდ თბილი ტერიტორიით;
მუდმივად აკონტროლონ ბავშვის ადგილსამყოფელი და მისი ტანსაცმელი.
რაც მთავარია: არ დაკარგონ ჯანსაღი აზროვნების უნარი — ზედმეტი არ მოუვიდეთ და ბებიები არ გაანერვიულონ!