უამინდობა საქართველოში: გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა

© Roads Department of Georgiaვაზიანი-გომბორი-თელავის გზა
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 35-60-ე კმ (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ყველა ახალი ამბავი
0