https://sputnik-georgia.com/20231226/sportis-popularizacia-saqartvelosi-sportis-turizmis-da-axalgazrdobis-fondis-angarisi-285261850.html
სპორტის პოპულარიზაცია საქართველოში - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის ანგარიში
სპორტის პოპულარიზაცია საქართველოში - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის ანგარიში
Sputnik საქართველო
პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით ფონდმა ღონისძიებების ჩასატარებლად 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. 26.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-26T20:36+0400
2023-12-26T20:36+0400
2023-12-26T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24229/78/242297877_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_7f907d037e49500f0c0d6a41a90e7de2.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2023 წელს 50-ზე მეტი სპორტული ღონისძიება მოაწყო, რომელთა უმეტესობაც საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული, განუცხადა მედიას ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.ფონდმა პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით ღონისძიებებში 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.ფონდის მხარდაჭერით რამდენიმე სპორტული მოედანი მოეწყო, მათ შორის სპორტული კომპლექსი „არენა“, სადაც ყინულის მოედანი, კრივის დარბაზი და ტირია განთავსებული.ფონდის მხარდაჭერით თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 5-დან 10 წლამდე ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ უფასოდ გაეარათ ცურვის სპეციალური კურსები.10-დღიანი პროგრამის ფარგლებში ბავშვებთან პროფესიონალი მწვრთნელები მუშაობდნენ. კურსის დასრულების შემდეგ სპეციალისტებმა თავად შეარჩიეს პროგრამის მონაწილეები, რომლებსაც დამატებით მოამზადებენ. პროგრამაში მონაწილეობა ათასამდე ბავშვმა შეძლო.2024 წლის უახლოეს გეგმებს შორის ხეჩიკაშვილმა ქართული სპორტის ფესტივალი დააანონსა, რომელსაც ერთ-ერთი რეგიონი უმასპინძლებს. ღონისძიების დეტალები მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24229/78/242297877_168:0:1945:1333_1920x0_80_0_0_92477749362e0fe6cb5e8f5251cd7873.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საზოგადოება
სპორტის პოპულარიზაცია საქართველოში - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის ანგარიში
20:36 26.12.2023 (განახლებულია: 22:56 26.12.2023) პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით ფონდმა ღონისძიებების ჩასატარებლად 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2023 წელს 50-ზე მეტი სპორტული ღონისძიება მოაწყო, რომელთა უმეტესობაც საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული, განუცხადა მედიას ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ფონდმა პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით ღონისძიებებში 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ფონდის მხარდაჭერით რამდენიმე სპორტული მოედანი მოეწყო, მათ შორის სპორტული კომპლექსი „არენა“, სადაც ყინულის მოედანი, კრივის დარბაზი და ტირია განთავსებული.
სპორტული ღონისძიებების გარდა, ფონდის საქმიანობაში სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდების სპორტში ინტეგრაციაც შედიოდა. ჩატარდა ტურნირი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ფონდი აუცილებელი ინვენტარით როგორც საჯარო, ისე სპორტულ სკოლებს დაეხმარა რეგიონებში.
ფონდის მხარდაჭერით თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 5-დან 10 წლამდე ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ უფასოდ გაეარათ ცურვის სპეციალური კურსები.
10-დღიანი პროგრამის ფარგლებში ბავშვებთან პროფესიონალი მწვრთნელები მუშაობდნენ. კურსის დასრულების შემდეგ სპეციალისტებმა თავად შეარჩიეს პროგრამის მონაწილეები, რომლებსაც დამატებით მოამზადებენ. პროგრამაში მონაწილეობა ათასამდე ბავშვმა შეძლო.
2024 წლის უახლოეს გეგმებს შორის ხეჩიკაშვილმა ქართული სპორტის ფესტივალი დააანონსა, რომელსაც ერთ-ერთი რეგიონი უმასპინძლებს. ღონისძიების დეტალები მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.