https://sputnik-georgia.com/20231226/saeklesio-kalendari-26-dekemberi-285198171.html
საეკლესიო კალენდარი: 26 დეკემბერი
საეკლესიო კალენდარი: 26 დეკემბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 დეკემბერს ღირს არსენის, წმიდა მოწამეებს: ლუკიას, ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, მარდარის და ორესტის იხსენიებს. 26.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-26T09:00+0400
2023-12-26T09:00+0400
2023-12-26T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818078_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e8d3070d740328d01c04db8d435b544f.jpg
ღირსი არსენიღირსი არსენი კონსტანტინოპოლში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური მშობლების შვილი იყო. იმპერატორმა იგი მხედართმთავრად დანიშნა. ერთხელ, როცა წმიდანს თავისი ლაშქარი ხომალდებით გადაჰყავდა ზღვაზე, მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. გემები ჩაიძირა. მთელი მხედრიონიდან მხოლოდ წმიდა არსენი გადარჩა. ამის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა. ამგვარი ღვაწლით სულიერად ახოვანქმნილმა მოსაგრემ მცირე აზიაში მდებარე ლატრის მთას მიაშურა და ლოცვითა და ჯვრის ნიშით მოკლა მავნე ასპიტი. შემდეგ წმიდანი მთის ჩრდილოეთ კალთაზე გაშენებულ კელიბორის მონასტერში დამკვიდრდა და აქ იღუმენად იქნა დადგენილი. კიდევ უფრო მკაცრი მოღვაწეობისაკენ მოსწრაფე მამამ გარკვეული ხნის შემდეგ დატოვა სავანე, ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ლოცვის ძალით გაასხა მხეცები და შიგ დამკვიდრდა. თანდათან მის ირგვლივ საძმო შეიკრიბა. ნეტარი, ჩვეულებრივ, მთელ კვირას განმარტოებით ატარებდა ვიწრო სენაკში, კვირადღეს კი საზრდელს ღებულობდა და ძმებს მოძღვრავდა. ბოლოს ღირსმა არსენიმ ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ანგელოზი უზიდავდა საზრდელს. ღირსი მამა მშვიდობით მიიცვალა, ძმებით გარემოცული. ვარაუდობენ, რომ იგი VIII-IX საუკუნეებში მოღვაწეობდა. წმიდა მოწამე ლუკიაწმიდა მოწამე ლუკია ქალაქ სირაკუზაში ცხოვრობდა - სიცილიის კუნძულზე, იტალიის მახლობლად.წმიდა ლუკია ქალაქის თავთან დაასმინეს ქრისტეს აღიარებსო. ამ დროს იმპერიას მაქსიმიანე და დიოკლეტიანე (284-305) მართავდნენ და ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. ლუკიასაც სამსჯავროზე მოუხმეს. გამგებელმა ნეტარის წამება ბრძანა. უფალმა ისურვა, სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: როცა ლუკიას დასასჯელად წაყვანა დააპირეს, მისი სხეული ისე დამძიმდა, რომ მრავალი უსჯულო ამაოდ ცდილობდა ადგილიდან მის დაძვრას. მაშინ წმიდანი რამდენიმე წყვილ ხარს მიაბეს ბაწრებით, მაგრამ იგი კვლავ მტკიცედ იდგა და ხალხს ქრისტეს უქადაგებდა. მაშინ ქალაქის თავმა ბრძანა, ცეცხლი შემოენთოთ მოწამისათვის. ლუკია არც ახლა განძრეულა. მაშინ ერთმა წარმართმა წმიდა მოწამეს ხორხში მახვილი ჩასცა, მაგრამ იგი, ქრისტესგან განმტკიცებული, განაგრძობდა ხალხთან საუბარს, წინასწარმეტყველებდა ქრისტიანთა დევნის დასრულებას და სირაკუზელებს აღუთქვა, რომ მათი ქალაქის მფარველი იქნებოდა.წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტიწმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს ეწამნენ ქრისტიანობისთვის.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20231225/saeklesio-kalendari-25-dekemberi-285192217.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818078_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2feb2a7fd09d2a2eaadde52ac59aa0e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 26 დეკემბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 დეკემბერს ღირს არსენის, წმიდა მოწამეებს: ლუკიას, ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, მარდარის და ორესტის იხსენიებს.
ღირსი არსენი კონსტანტინოპოლში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური მშობლების შვილი იყო. იმპერატორმა იგი მხედართმთავრად დანიშნა. ერთხელ, როცა წმიდანს თავისი ლაშქარი ხომალდებით გადაჰყავდა ზღვაზე, მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. გემები ჩაიძირა. მთელი მხედრიონიდან მხოლოდ წმიდა არსენი გადარჩა. ამის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა. ამგვარი ღვაწლით სულიერად ახოვანქმნილმა მოსაგრემ მცირე აზიაში მდებარე ლატრის მთას მიაშურა და ლოცვითა და ჯვრის ნიშით მოკლა მავნე ასპიტი. შემდეგ წმიდანი მთის ჩრდილოეთ კალთაზე გაშენებულ კელიბორის მონასტერში დამკვიდრდა და აქ იღუმენად იქნა დადგენილი. კიდევ უფრო მკაცრი მოღვაწეობისაკენ მოსწრაფე მამამ გარკვეული ხნის შემდეგ დატოვა სავანე, ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ლოცვის ძალით გაასხა მხეცები და შიგ დამკვიდრდა. თანდათან მის ირგვლივ საძმო შეიკრიბა. ნეტარი, ჩვეულებრივ, მთელ კვირას განმარტოებით ატარებდა ვიწრო სენაკში, კვირადღეს კი საზრდელს ღებულობდა და ძმებს მოძღვრავდა. ბოლოს ღირსმა არსენიმ ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ანგელოზი უზიდავდა საზრდელს. ღირსი მამა მშვიდობით მიიცვალა, ძმებით გარემოცული. ვარაუდობენ, რომ იგი VIII-IX საუკუნეებში მოღვაწეობდა.
წმიდა მოწამე ლუკია ქალაქ სირაკუზაში ცხოვრობდა - სიცილიის კუნძულზე, იტალიის მახლობლად.
წმიდა ლუკია ქალაქის თავთან დაასმინეს ქრისტეს აღიარებსო. ამ დროს იმპერიას მაქსიმიანე და დიოკლეტიანე (284-305) მართავდნენ და ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. ლუკიასაც სამსჯავროზე მოუხმეს. გამგებელმა ნეტარის წამება ბრძანა. უფალმა ისურვა, სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: როცა ლუკიას დასასჯელად წაყვანა დააპირეს, მისი სხეული ისე დამძიმდა, რომ მრავალი უსჯულო ამაოდ ცდილობდა ადგილიდან მის დაძვრას. მაშინ წმიდანი რამდენიმე წყვილ ხარს მიაბეს ბაწრებით, მაგრამ იგი კვლავ მტკიცედ იდგა და ხალხს ქრისტეს უქადაგებდა. მაშინ ქალაქის თავმა ბრძანა, ცეცხლი შემოენთოთ მოწამისათვის. ლუკია არც ახლა განძრეულა. მაშინ ერთმა წარმართმა წმიდა მოწამეს ხორხში მახვილი ჩასცა, მაგრამ იგი, ქრისტესგან განმტკიცებული, განაგრძობდა ხალხთან საუბარს, წინასწარმეტყველებდა ქრისტიანთა დევნის დასრულებას და სირაკუზელებს აღუთქვა, რომ მათი ქალაქის მფარველი იქნებოდა.
წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი
წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს ეწამნენ ქრისტიანობისთვის.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით