მყინვარწვერზე ქართველი მთამსვლელი დაიკარგა

CC BY 2.0 / Reinhard Kuchenbäcker / Alpinist_2ალპინისტები
ალპინისტები - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ყაზბეგში, მყინვარწვერზე ქართველი მთამსვლელი დაიკარგა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 23 დეკემბრიდან მიმდინარეობს, თუმცა, დაკარგულის კვალს მაშველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
სამძებრო ღონისძიებებში 20-მდე მაშველია ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0