ლიტერატურული კონკურსი „მუზა“: გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

© Ministry of Culture, Sports and Youth of Georgiaლიტერატურული პრემია „მუზა"
ლიტერატურული პრემია „მუზა - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და კულტურის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსი „მუზას“გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია.
კულტურის სამინისტროს ცნობით, პრემიის მოსაპოვებლად 82 კონკურსანტი იბრძოდა.
ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში თამარ ტალიაშვილი, ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
1.
წლის საუკეთესო რომანი - ლევან ბერიძე, „როგორც შენ იტყვი“
2.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული - კახაბერ მელითაური, „ოთხი მოთხრობა"
3.
წლის საუკეთესო პოეტური კრებული - მანანა ჩიტიშვილი, „რჩეული"
4.
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე - კონსტანტინე გამსახურდია, „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის - ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი“
5.
წლის საუკეთესო დებიუტი - ლუკა ყაულაშვილი, „შენთვის და შენზე“; კონსტანტინე ჭანკოტაძე, „ილუზიური რეალობა“
6.
წლის საუკეთესო თარგმანი - ირმა შიოლაშვილი, რაინერ მარია რილკე, „საღამო არის ჩემი წიგნი“; რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკა, „დღიურები“
7.
წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია - თამარ გელიტაშვილი, „მხატვრული ქმნილების პირისპირ“
8.
წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება - კობა ცხაკაია, „სამი პიესა სხვადასხვა ამბავზე"
9.
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი - თემურ ჩალაბაშვილი.
ნომინაციებში - „წიგნის საუკეთესო დიზაინი" და „წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი“ - გამარჯვებულები არ გამოვლინდნენ.
გამარჯვებულებს გადაეცათ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზის" მიხედვით შექმნილი პრიზი და ფულადი ჯილდო - 5 ათასი ლარი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია სახელწოდებით - „წლის საუკეთესო“ 2021 დააფუძნა, თუმცა კონკურსის წარმატებისა და მის მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2022 წელს კონკურსი ჩატარდა განახლებული სახით, 10 სხვადასხვა ნომინაციითა და ახალი სახელწოდებით - „მუზა“.
კონკურსი ყოველწლიურად სექტემბერში გამოცხადდება და მასში მონაწილეობის უფლება საქართველოში რეგისტრირებულ გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს ექნებათ.
ლიტერატურული კონკურსის მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
ყველა ახალი ამბავი
0