https://sputnik-georgia.com/20231226/ministri-saqartvelo-mezobel-qveynebtan-tanamshromlobas-ganavitarebs-285249559.html
მინისტრი: საქართველო მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს
მინისტრი: საქართველო მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მზარდი როლი მშვიდობისა და სტაბილური განვითარების ხელშეწყობაში 26.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-26T16:48+0400
2023-12-26T16:48+0400
2023-12-26T16:48+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277712832_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_91fce653aba44487aeb828c277f91965.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას, რაც გააძლიერებს მის როლს მშვიდობის ფორმირებაში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ის გახსნის ცერემონიაზე.26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება.მისი თქმით, ასევე გაგრძელდება თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, კერძოდ, აშშ-სთან, რაც ქვეყნის ინტერესების დაცვას ემსახურება.როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს ცალკეულ ევროპულ ინსტიტუტებთან ნაყოფიერმა თანამშრომლობამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის, შემდეგ კი ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შესახებ. 2023 წლის ელჩების კონფერენციაზე მთავარი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს.საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.სამუშაო სესიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობისა და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობენ საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277712832_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_47be11521997afb2ab5e3a81f5ae25e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
მინისტრი: საქართველო მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მზარდი როლი მშვიდობისა და სტაბილური განვითარების ხელშეწყობაში
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას, რაც გააძლიერებს მის როლს მშვიდობის ფორმირებაში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ის გახსნის ცერემონიაზე.
26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება.
„მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კუთხით მიმდინარე წელი არანაკლებ წარმატებული იყო და აღსანიშნავია საქართველოს მზარდი როლი მშვიდობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ასევე გაგრძელდება თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, კერძოდ, აშშ-სთან, რაც ქვეყნის ინტერესების დაცვას ემსახურება.
„გლობალიზაციის კონტექსტში, საქართველოს ინტერესების დასაცავად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობარ სახელმწიფოებთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს ცალკეულ ევროპულ ინსტიტუტებთან ნაყოფიერმა თანამშრომლობამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის, შემდეგ კი ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შესახებ.
2023 წლის ელჩების კონფერენციაზე მთავარი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს.
საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.
სამუშაო სესიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობისა და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.
ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობენ საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.