დაზუსტდა საქართველოში ეკონომიკური ზრდის მესამე კვარტლის მაჩვენებელი

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ადმინისტრაციული საქმიანობა, პროფესიული საქმიანობა, ასევე ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2023 წლის მესამე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით 5,7% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი“ მასალებში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის წინასწარი მონაცემი ასევე 5,4% იყო.
დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2023 წლის მესამე კვარტალში მშპ-ის მოცულობამ 21,2 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 2,7% შეადგინა. მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 5,7 ათასი დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
ყველაზე მეტი ზრდა 2023 წლის ივლის-სექტემბერში აჩვენა შემდეგმა სფეროებმა: ადმინისტრაციული საქმიანობა, პროფესიული საქმიანობა, ასევე ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2023 წლის მეორე კვარტალში, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ

ეკონომიკის სფერო

ზრდა, %

ადმინისტრაციული საქმიანობა

17,7

პროფესიული საქმიანობა

17,6

ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა

13,7

განათლება

13,6

სოცუზრუნველყოფა

13,3

ვარდნა დაფიქსირდა უძრავი ქონების ტრანზაქციებსა და ჯანდაცვის სექტორში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში II კვარტალში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით

სფერო

ხვედრითი წილი მშპ-ში, %

ვაჭრობა

15,9

უზრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები

10,2

გადამამუშავებელი მრეწველობა

9,9

სოფლის მეურნეობა

7,9

მშენებლობა

7,8

ყველა ახალი ამბავი
0