https://sputnik-georgia.com/20231225/saqartvelsohi-avtomobilebis-importze-shezgudvebi-wesdeba-285193043.html
საქართველოში ავტომობილების იმპორტზე ახალი შეზღუდვები წესდება
საქართველოში ავტომობილების იმპორტზე ახალი შეზღუდვები წესდება
Sputnik საქართველო
შეზღუდვები, ძირითადად, 2013 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებზე გავრცელდება 25.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-25T10:13+0400
2023-12-25T10:13+0400
2023-12-25T10:13+0400
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276922473_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_991f34eb84f29baa29353cde2cc04b81.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველო ევრო-5-ის სტანდარტზე გადადის, რაც მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის შეზღუდვებს ნიშნავს.ევრო-5 ეკოლოგიური სტანდარტია, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი.ამასთან, საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტზე რამდენიმე წელია დადგენილია „ევრო 5"-ის სტანდარტი.საქართველო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს შეზღუდავს>>>გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც საქართველოში უკვე მყოფ ავტომობილებს, ასევე იმ მანქანებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.საქართველოს შსს-ს ცნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 62,7%-ზე მეტი 20-ზე მეტი წლისაა.საქართველოში 639,7 ათასი მსუბუქი ავტომობილიდან 20 წელზე ნაკლების მხოლოდ 239,1 ათასი მანქანაა. ამასთან, 44,8% – 15 და მეტი წლის წინაა გამოშვებული.სულ საქართველოში დარეგისტრირებულია მხოლოდ 59,4 ათასი ავტომობილი, რომელთა გამოშვებიდან 10 წელი არ გასულა. ეს ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების სრული რაოდენობის 9,2%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276922473_88:0:1908:1365_1920x0_80_0_0_2745799316ee69a4e23ad4c065f7cc53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოში ავტომობილების იმპორტზე ახალი შეზღუდვები წესდება
შეზღუდვები, ძირითადად, 2013 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებზე გავრცელდება
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველო ევრო-5-ის სტანდარტზე გადადის, რაც მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის შეზღუდვებს ნიშნავს.
ევრო-5 ეკოლოგიური სტანდარტია, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი.
ამასთან, საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტზე რამდენიმე წელია დადგენილია „ევრო 5"-ის სტანდარტი.
გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც საქართველოში უკვე მყოფ ავტომობილებს, ასევე იმ მანქანებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.
საქართველოს შსს-ს ცნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 62,7%-ზე მეტი 20-ზე მეტი წლისაა.
საქართველოში 639,7 ათასი მსუბუქი ავტომობილიდან 20 წელზე ნაკლების მხოლოდ 239,1 ათასი მანქანაა. ამასთან, 44,8% – 15 და მეტი წლის წინაა გამოშვებული.
სულ საქართველოში დარეგისტრირებულია მხოლოდ 59,4 ათასი ავტომობილი, რომელთა გამოშვებიდან 10 წელი არ გასულა. ეს ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების სრული რაოდენობის 9,2%-ია.