საქართველოში რეპროდუქციული საქმიანობის პირველი ერთიანი ეროვნული რეესტრი შეიქმნება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
მთავრობას ექნება ინფორმაცია გამოყენებული უჯრედების, ემბრიონებისა და სხვა ბიომასალების შესახებ.
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2024 წლის იანვრიდან რეპროდუქციული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრი გამოჩნდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა მთავრობის სხდომის შემდეგ, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
სიახლის თანახმად, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. მთავრობის წევრებმა შესაბამისი კანონპროექტი სხდომაზე განიხილეს.
ცვლილების მთავარი მიზანია, მთავრობას ჰქონდეს ინფორმაცია გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონებისა და სხვა ბიომასალების შესახებ.
საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ არასწორი მიზნებისთვის - მინისტრი სუროგაციის შესახებ>>
დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.
მთავრობაში აღნიშნეს, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს შეესაბამება.
ყველა ახალი ამბავი
0