როდის აინთება ბათუმის საახალწლო ნაძვისხე

© photo: Sputnik / ბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყება და 7 თებერვალს საშობაო კონცერტით დამთავრდება.
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში მთავარი ნაძვისხის ანთების ცერემონია 25 დეკემბერს 20:00 საათზე ევროპის მოედნაზე გაიმართება, განაცხადეს ქალაქის მერიაში.
მერიამ დააანონსა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჯგუფი Reggaeon, საბავშვო მუსიკალური პროექტი „რანინას“ წევრები.
ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს 25 დეკემბრიდან სხვადასხვა საახალწლო ღონისძიება ელოდებათ, რაც 7 თებერვალს საშობაო კონცერტით დამთავრდება.
სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ჩატარდება კონცერტები, ცეცხლოვანი შოუ, კლოუნების წარმოდგენები; ასევე გამოყოფილია სივრცეები გამოფენებისა და საახალწლო ბაზრობებისთვის.
ღონისძიებები 19:00 საათზე დაიწყება და შუაღამემდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0