https://sputnik-georgia.com/20231225/guriasi-axali-erovnuli-parki-15-atas-heqtar-fartobze-gadaiwimeba-285212031.html
ახალი ეროვნული პარკი გურიაში 15 ათას ჰექტარ ფართობზე გადაიჭიმება
ახალი ეროვნული პარკი გურიაში 15 ათას ჰექტარ ფართობზე გადაიჭიმება
Sputnik საქართველო
დაცული ტერიტორიების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განაცხადა მინისტრმა 25.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-25T23:51+0400
2023-12-25T23:51+0400
2023-12-25T23:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/29/236172975_0:132:2000:1257_1920x0_80_0_0_1a9ca094f5ecb67b3024450ca3a60d63.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია, გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება, რომელიც 15 310 ჰა ფართობს მოიცავს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.მისი თქმით, გურიაში ეროვნული პარკის შექმნა მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ადგილობრივი ბუნების, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით და ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობაში ჩართვის კუთხით.მისი თქმით, აქტიური მუშაობა ჩატარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩატარდა საჯარო განხილვები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.მინისტრის თქმით, დაცული ტერიტორიების განვითარება არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.„ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი ორჯერ გავზარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მივყვებით. მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებაში“, - განაცხადა შამუგიამ.რაჭის ეროვნული პარკის განვითარებაზე დამატებით 200 ათასი დოლარი გამოიყოფა >>გურიაში ეროვნული პარკის დაარსებაზე საუბარი 2021 წლიდან მიმდინარეობს. მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებენ შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით.პროექტის საერთო ღირებულება 520 ათასზე მეტ ევროს შეადგენს და მისი დასრულება 2023 წლისთვის იყო დაგეგმილი.ეროვნული პარკის გეგმარებითი ტერიტორია დაახლოებით 30 ათას ჰექტარს მოიცავს.აღინიშნება, რომ ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული პრობლემების გადაჭრას, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას. ამასთან პროექტის მიზანია ტყეში მობინადრე ძუძუმწოვრების – კავკასიური ირემის, მურა დათვის, ფოცხვერისა და სხვა ცხოველების პოპულაციების გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/29/236172975_38:0:1815:1333_1920x0_80_0_0_b6542437c2f904d4790c9b313c6bee79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ეროვნული პარკი გურიაში 15 ათას ჰექტარ ფართობზე გადაიჭიმება
დაცული ტერიტორიების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია, გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება, რომელიც 15 310 ჰა ფართობს მოიცავს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მისი თქმით, გურიაში ეროვნული პარკის შექმნა მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ადგილობრივი ბუნების, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით და ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობაში ჩართვის კუთხით.
„წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, გურიაში დაარსდება ეროვნული პარკი, დაახლოებით 15.000 ჰექტარ ფართობზე. ამ ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დაახლოებით 13.000 ჰექტარი, ხოლო დაახლოებით 2.000 ჰექტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, აქტიური მუშაობა ჩატარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩატარდა საჯარო განხილვები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.
მინისტრის თქმით, დაცული ტერიტორიების განვითარება არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი ორჯერ გავზარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მივყვებით. მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებაში“, - განაცხადა შამუგიამ.
გურიაში ეროვნული პარკის დაარსებაზე საუბარი 2021 წლიდან მიმდინარეობს. მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებენ შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით.
პროექტის საერთო ღირებულება 520 ათასზე მეტ ევროს შეადგენს და მისი დასრულება 2023 წლისთვის იყო დაგეგმილი.
ეროვნული პარკის გეგმარებითი ტერიტორია დაახლოებით 30 ათას ჰექტარს მოიცავს.
აღინიშნება, რომ ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული პრობლემების გადაჭრას, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას. ამასთან პროექტის მიზანია ტყეში მობინადრე ძუძუმწოვრების – კავკასიური ირემის, მურა დათვის, ფოცხვერისა და სხვა ცხოველების პოპულაციების გაზრდა.