ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის საახალწლოდ უქმე დღეები გახანგრძლივდება

© photo: Sputnik / Stringerსაახალწლო ილუმინაციები
საახალწლო ილუმინაციები - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეები 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
გარდა ამისა, დადგენილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებსა და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0