https://sputnik-georgia.com/20231224/zemo-larsi-dres-rusetis-sazrvrisken-mimavali-gzis-kidev-erti-monakveti-daiketa-285190584.html
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის კიდევ ერთი მონაკვეთი დაიკეტა
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის კიდევ ერთი მონაკვეთი დაიკეტა
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში უამინდობა 26 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 24.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-24T23:26+0400
2023-12-24T23:26+0400
2023-12-24T23:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706035_0:74:1425:876_1920x0_80_0_0_aacf9c20aba9f275c4bad7815f230940.jpg
თბილისი 24 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ცუდი მხედველობა) საქართველოს გზებზე ბოლო ორ დღეში შეზღუდვები ამოქმედდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში უამინდობა 26 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბოლო რამდენიმე საათში დამატებით შეზღუდვები ამოქმედდა:გარდა ამისა, გზებზე სხვა შეზღუდვებიც მოქმედებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706035_152:165:1199:950_1920x0_80_0_0_4200fd7dfa18656583b7d3a8b7d303ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, სტიქიური მოვლენები
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის კიდევ ერთი მონაკვეთი დაიკეტა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში უამინდობა 26 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისი 24 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ცუდი მხედველობა) საქართველოს გზებზე ბოლო ორ დღეში შეზღუდვები ამოქმედდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში უამინდობა 26 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბოლო რამდენიმე საათში დამატებით შეზღუდვები ამოქმედდა:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 35-60-ე კმ (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთო - მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 1–50-ე (ხაშური-აწყური) მონაკვეთი - აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36-ე მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარდა ამისა, გზებზე სხვა შეზღუდვებიც
მოქმედებს.