https://sputnik-georgia.com/20231224/moglejili-xeebi-da-dazianebuli-infrastruqtura-batumsi-zlierma-qarma-problemebi-seqmna-285186078.html
მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა: ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა: ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს. 24.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-24T12:36+0400
2023-12-24T12:36+0400
2023-12-24T12:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
ბათუმი
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24535/43/245354390_0:28:2000:1153_1920x0_80_0_0_bc996949b42d13c810bc17e0248917c0.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. უამინდობამ და ძლიერმა ქარმა გუშინ ღამით ბათუმში პრობლემები შექმნა, ნათქვამია ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ძლიერმა ქარმა რამდენიმე კორპუსს სახურავები გადახადა, ასევე დაზიანდა თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანაც.მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.ქარმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი მთლიანად გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, გზები წაქცეული ხეებისგან თავისუფლდება.საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24535/43/245354390_213:0:1786:1180_1920x0_80_0_0_175638198e5455cad1646217e160b7fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, ბათუმი , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, ბათუმი , აჭარა
მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა: ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. უამინდობამ და ძლიერმა ქარმა გუშინ ღამით ბათუმში პრობლემები შექმნა, ნათქვამია ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძლიერმა ქარმა რამდენიმე კორპუსს სახურავები გადახადა, ასევე დაზიანდა თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანაც.
მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
ქარმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი მთლიანად გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, გზები წაქცეული ხეებისგან თავისუფლდება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები.