ბათუმის ბიუჯეტი: 2024 წლის ძირითადი პრიორიტეტები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2023
გამოწერა
მთავარი პრიორიტეტი იქნება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - ქალაქის ხელისუფლება ამ მიმართულებით 168,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ბათუმის ბიუჯეტი 2024 წელს 382 მილიონი ლარი იქნება, ამ თანხის უმეტესი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანდაცვასა და მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს მოხმარდება.
ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები ნავარაუდევია 364,5 მლნ ლარის, ხოლო ასიგნებები - 382 მლნ ლარის დონეზე. ამასთან, 2024 წელს ქალაქის ბიუჯეტის შემოსავლები 356,5 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 106,2 მლნ საგადასახადო შემოსულობებია.
ბათუმისთვის გრანტების ოდენობა 117,2 მლნ ლარი იქნება. ბათუმის მიერ მიღებული გრანტები შეადგენს გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გრანტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და კაპიტალური დანიშნულების გრანტებს.
დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია >>
ქალაქის მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება - ქალაქის ხელისუფლება ამ მიმართულებით 168,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 52 მლნ დაიხარჯება საგზაო ინფრასტრუქტურაზე, 30,2 მლნ ლარი ტრანსპორტზე, 47,2 მლნ ლარი - ქალაქში არსებული სასწრაფო ავარიული სახლების რემონტსა და დემონტაჟზე.
2024 წელს ბათუმის კეთილმოწყობაზე 2,7 მილიონი ლარი დაიხარჯება, მათ შორის 1,2 მილიონი - ქალაქის გაფორმებაზე.
ბათუმის ბიუჯეტიდან კიდევ 48,4 მილიონი ლარი მოხმარდება ქალაქის დასუფთავებას, გარემოზე ზრუნვას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამასთან, მხოლოდ ქალაქის დასუფთავებაზე 18,6 მილიონი ლარი დაიხარჯება, ქალაქის გამწვანებაზე კი 5,4 მილიონი.
მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა: ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა >>
ქალაქის მერიისთვის კიდევ ერთი პრიორიტეტი განათლება იქნება, რისთვისაც 2024 წელს 43,5 მილიონი ლარია გამოყოფილი, საიდანაც 43,3 მილიონი საკურორტო ქალაქის საბავშვო ბაღებზე დაიხარჯება.
2024 წელს საკურორტო ქალაქში კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე ბიუჯეტიდან 4,1 მილიონი ლარი დაიხარჯება.
გარდა ამისა, ბათუმის ხელისუფლება 27,3 მლნ ლარს ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე დახარჯავს. ამასთან, 8,1 მლნ დაიხარჯება ქალაქის მერიის მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის პროგრამებზე, ხოლო 18,1 მლნ - სოციალურ დახმარებაზე, მათ შორის 7,2 მლნ დაიხარჯება გაჭირვებულთა უფასო სასადილოებზე, 802,5 ათასი - უსახლკაროების თავშესაფრებზე.
ყველა ახალი ამბავი
0