https://sputnik-georgia.com/20231224/awaris-2024-wlis-biujeti-ras-moxmardeba-milionobit-lari-285188818.html
აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიონობით ლარი
აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიონობით ლარი
Sputnik საქართველო
აჭარის მთავრობის პრიორიტეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რაზეც 2023 წელს 66,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. 24.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-24T19:22+0400
2023-12-24T19:22+0400
2023-12-24T19:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
აჭარა
აჭარის მთავრობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1e/280571844_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_99da3c01277c7eca0fce70e648c0a13f.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2024 წელს 726,6 მილიონი ლარი იქნება.აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 649,1 მლნ ლარამდეა დაგეგმილი, ხოლო ასიგნებები - 726,6 მლნ ლარამდე. ამასთან, 2024 წელს ავტონომიის ბიუჯეტის შემოსავლები 556,1 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 535 მლნ ლარი საგადასახადო შემოსულობებია.ავტონომიური რესპუბლიკისთვის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმი იქნება. ხელისუფლება მხოლოდ რეკლამასა და რეგიონის განვითარებაზე 19,9 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. ამასთან, ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის - 7 მლნ ლარის, ტურისტულ მარკეტინგზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე - 9,9 მლნ ლარის.დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია >>გარდა ამისა, აჭარის მთავრობის პრიორიტეტი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც 2023 წელს 66,2 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო გარემოს დაცვაზე -დაახლოებით 2 მილიონი ლარი. კიდევ 137 მილიონს ავტონომიაში შემავალი რეგიონები მიიღებენ.ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე 51,3 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც 24,8 მლნ მოხმარდება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, ხოლო 5,3 მლნ - ლარი სოციალურ დახმარებას. ხელისუფლება განათლებაზე 80 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 46,4 მილიონი სკოლების დაფინანსებას მოხმარდება, 9,4 მილიონი კი უნივერსიტეტებს.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1e/280571844_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9ebe488b4b73f749a24bd69a36692805.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , აჭარა , აჭარის მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , აჭარა , აჭარის მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიონობით ლარი
აჭარის მთავრობის პრიორიტეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რაზეც 2023 წელს 66,2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2024 წელს 726,6 მილიონი ლარი იქნება.
აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 649,1 მლნ ლარამდეა დაგეგმილი, ხოლო ასიგნებები - 726,6 მლნ ლარამდე. ამასთან, 2024 წელს ავტონომიის ბიუჯეტის შემოსავლები 556,1 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 535 მლნ ლარი საგადასახადო შემოსულობებია.
ავტონომიური რესპუბლიკისთვის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმი იქნება. ხელისუფლება მხოლოდ რეკლამასა და რეგიონის განვითარებაზე 19,9 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. ამასთან, ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის - 7 მლნ ლარის, ტურისტულ მარკეტინგზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე - 9,9 მლნ ლარის.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობის პრიორიტეტი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც 2023 წელს 66,2 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო გარემოს დაცვაზე -დაახლოებით 2 მილიონი ლარი. კიდევ 137 მილიონს ავტონომიაში შემავალი რეგიონები მიიღებენ.
ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე 51,3 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც 24,8 მლნ მოხმარდება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, ხოლო 5,3 მლნ - ლარი სოციალურ დახმარებას. ხელისუფლება განათლებაზე 80 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 46,4 მილიონი სკოლების დაფინანსებას მოხმარდება, 9,4 მილიონი კი უნივერსიტეტებს.