https://sputnik-georgia.com/20231223/ufaso-kveba-skolis-moswavleebs-tbilissi-msvleloba-gaimarta-285178740.html
უფასო კვება სკოლის მოსწავლეებს - თბილისში მსვლელობა გაიმართა
უფასო კვება სკოლის მოსწავლეებს - თბილისში მსვლელობა გაიმართა
Sputnik საქართველო
UNICEF-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს სკოლებში ბავშვების 38% სრულ შიმშილს განიცდის 23.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-23T23:55+0400
2023-12-23T23:55+0400
2023-12-23T23:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250311175_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_5014df04dda9aaa31bd0d5488b2eafde.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის შენობასთან საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების დაწესების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.UNICEF-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს სკოლებში ბავშვების 38% განიცდის სრულ შიმშილს, ხოლო 77% - ნაწილობრივ შიმშილს.მოძრაობა „ხმა“-ს მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პირველი გიმნაზიიდან განათლების სამინისტროს შენობამდე მსვლელობით მივიდნენ. აქციას სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ.ორგანიზაციის განცხადებით, სინამდვილეში სამინისტროს უკვე აქვს დეტალური მონაცემთა ბაზა, რომელიც თითოეული საჯარო სკოლის მდგომარეობას აფასებს - ეს ბაზა 2019 წელს შეიქმნა და მის განახლებას 1 თვე ეყოფა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ ბაზის მიხედვით, საჯარო სკოლების მხოლოდ 22 პროცენტს აქვს მოქმედი ბუფეტი.მანამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ქართულ სკოლებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250311175_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_2d9a30852b951f05cd7a5922ed1a48e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
უფასო კვება სკოლის მოსწავლეებს - თბილისში მსვლელობა გაიმართა
UNICEF-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს სკოლებში ბავშვების 38% სრულ შიმშილს განიცდის
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის შენობასთან საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების დაწესების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
UNICEF-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს სკოლებში ბავშვების 38% განიცდის სრულ შიმშილს, ხოლო 77% - ნაწილობრივ შიმშილს.
მოძრაობა „ხმა“-ს მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პირველი გიმნაზიიდან განათლების სამინისტროს შენობამდე მსვლელობით მივიდნენ. აქციას სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
„სკოლებში ყოველი ათი ბავშვიდან შვიდი ამბობს, რომ ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე მშიერია. ჩვენ უკვე ორი წელია ვმუშაობთ უფასო სასკოლო კვებაზე და ამ პროცესში ბევრი სხვადასხვა ჯგუფი შემოგვიერთდა. მიგვაჩნია, რომ 2024 წელს ყველა პირობაა იმისთვის, რომ უფასო სასკოლო კვება დაიწყოს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ორგანიზაციის განცხადებით, სინამდვილეში სამინისტროს უკვე აქვს დეტალური მონაცემთა ბაზა, რომელიც თითოეული საჯარო სკოლის მდგომარეობას აფასებს - ეს ბაზა 2019 წელს შეიქმნა და მის განახლებას 1 თვე ეყოფა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ ბაზის მიხედვით, საჯარო სკოლების მხოლოდ 22 პროცენტს აქვს მოქმედი ბუფეტი.
მანამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ქართულ სკოლებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ იქნება შესაძლებელი.