https://sputnik-georgia.com/20231223/qurdul-samyarostan-kavsiristvis-erti-piri-daakaves-ors-ki-brali-waredgina-285177557.html
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ერთი პირი დააკავეს, ორს კი ბრალი წარედგინა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ერთი პირი დააკავეს, ორს კი ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 23.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-23T22:39+0400
2023-12-23T22:39+0400
2023-12-23T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. კრიმინალურმა პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 59 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ამავე საქმეზე ბრალი კიდევ ორ ადამიანს წარედგინა. ერთს გამოძიება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას ედავება და მას ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარუდგინეს, ხოლო მეორეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და მას ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ.როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა, კერძოდ ბრალდებულები „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და „ქურდული წილის“ სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას. ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ერთი პირი დააკავეს, ორს კი ბრალი წარედგინა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. კრიმინალურმა პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 59 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე საქმეზე ბრალი კიდევ ორ ადამიანს წარედგინა. ერთს გამოძიება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას ედავება და მას ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარუდგინეს, ხოლო მეორეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და მას ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა, კერძოდ ბრალდებულები „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და „ქურდული წილის“ სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას. ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.